სტუ-ის ბიბლიოთეკის ელექტრონულ ბაზას 100 000 ახალი წიგნი დაემატა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ის ბიბლიოთეკის ელექტრონულ ბაზას 100 000 ახალი წიგნი დაემატა სტუ
12-03-2013, 19:14
სტუ-ის ბიბლიოთეკის ელექტრონულ ბაზას 100 000 ახალი წიგნი დაემატა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ელექტრონულ ბაზას 100 000 ახალი წიგნი დაემატა. 100 000 ახალი წიგნის პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ტექნიკურ მეცნიერებათა დარბაზში ჩატარდა. პრეზენტაცია გამართა საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის წარმომადგენელმა, საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმის ელექტრონული რესურსების ლიცენზიების კოორდინატორმა საქართველოში, თამარ ხახუტაშვილმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმის დახმარებით გამოწერილი ელექტრონული რესურსების (EBSCO, Cambridge University Journals, Royal Society Journals Collection) შევსებისა და კონსორციუმის სხვადასხვა სერვისის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, სტუ-ის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში ზურაბ გასიტაშვილი, რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ლევან კლიმიაშვილი, სტუ-ის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი ვაჟა პაპასკირი, ფაკულტეტების დეკანები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

თამარ ხახუტაიშვილმა მძლავრ ქსელურ საძიებელ სისტემა EBSCOhost -ზე. სისტემა ხელმისაწვდომია ინტერნეტის ხაზით ან პირდაპირი შეერთებით. სისტემა მომხმარებელს სთავაზობს მრავალ დაპატენტებულ და პოპულარულ სრულტექსტიან მონაცემთა ბაზას ინფორმაციის წამყვანი მომწოდებლებისგან. სრულყოფილი მონაცემთა ბაზები შეიცავს საძიებელსა და ტექსტებს როგორც ზოგადი, ისე სპეციალური პროფილით საზოგადოებრივი, აკადემიური, სამეცნიერო, შერეული და სასკოლო ბიბლიოთეკებისთვის.

თამარ ხახუტაიშვილმა ყურადღება გაამახვილა ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემებზე. მისი განცხადებით, 60 000-ზე მეტი საბიბლიოთეკო ერთეულის არსებობის შემთხვევაში, ძალზე მოსახერხებელია ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა koha. “koha არის openbiblio-ზე გაცილებით მძლავრი და ბევრი სერვისის მომცველი პროგრამა. მას შეუძლია დაამუშაოს 5 მილიონზე მეტი ბიბლიოგრაფიული ჩანაწერი, ოპერატიულად შეატყობინოს მკითხველებს სიახლეები, დაეხმაროს ლიტერატურის შერჩევაში”, - განაცხადა მან.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემა OpenBiblio-ს (ღია ბიბლიოთეკა). ეს არის მოსახერხებელი, ელექტრონული კატალოგის შესაქმნელი საბიბლიოთეკო პროგრამა, რომელიც განკუთვნილია კერძო კოლექციების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, სასკოლო და სხვა ასოციაციებისა და მასობრივი ბიბლიოთეკებისთვის. მასში შესაძლებელია 60 000-მდე ჩანაწერის გაკეთება. აქვს მარტივი და გასაგები ელექტრონული საძიებელი, უზრუნველყოფს სწრაფ ძიებას დოკუმენტის სათაურის, ავტორის ან თემატიკის მიხედვით.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეკითხვები ჰქონდათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არსებული ელექტრონული რესურსების ხელმისაწვდომობის შესახებ. როგორც ცენტრალური სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკის დირექტორმა ვაჟა პაპასკირმა განაცხადა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა შეიძინა ეს პროგრამა და ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა koha თითქმის ერთი წელია, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტშიც ხელმისაწვდომია.

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია წარმოადგენს ნებაყოფლობით საზოგადოებრივ გაერთიანებას, რომლის ძირითადი სამოქმედო პრინციპები შემდეგში მდგომარეობს:

“საქართველოს ბიბლიოთეკები ფლობენ კულტურის, განათლების, ინფორმაციის და ცოდნის უდიდეს საგანძურს, რომელიც ესაჭიროება ყოველ ჩვენგანს, ჩვენს ქვეყანას და მის ყოველ მოქალაქეს. მისი აღნუსხვა და დაცვა ხელს შეუწყობს ამ საგანძურის გამოყენებას ყოველი ჩვენთაგანის საკეთილდღეოდ. ეს ცოდნა, ინფორმაცია განსაკუთრებით გვესაჭიროება პოლიტიკური, ეკონომიკური და დემოკრატიული გარდაქმნების პერიოდში;

ახალი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნეს მსოფლიოს კულტურის, მეცნიერების, ტექნიკის მიღწევები და აგრეთვე გავაცნოთ მსოფლიო საზოგადოებას ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური და მხატვრული შემოქმედების მიღწევები;

ამ ამოცანების გადაჭრა შეუძლია მხოლოდ კარგად ორგანიზებულ და საყოველთაოდ მიღებულ თანამედროვე პრინციპებზე მომუშავე საბიბლიოთეკო- საინფორმაციო ქსელს, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს საზოგადოების მოთხოვნებს, ითვალისწინებდეს და ასახავდეს მათ ცვლილებებს, ინარჩუნებდეს მაღალი იდეალებისადმი ორიენტაციის ტრადიციას, და ამავე დროს თვითონ სთავაზობდეს და აცნობდეს საზოგადოებას საინფორმაციო მომსახურების თანამედროვე ფორმებს; ნებისმიერი სისტემის მუშაობა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი პიროვნებების შრომისა და შემოქმედების გარეშე. ბიბლიოთეკარები, რომლებიც ყოველთვის დიდი მონდომებითა და მოთმინებით ემსახურებოდენენ როგორც მთელ ერს, და ასევე თითოეულ მკითხველს, ნამდვილად იმსახურებენ იმას, რომ მათ შრომის და განათლების საუკეთესო პირობები შეექმნათ, დაცული ყოფილიყვნენ სოციალური და სამართლებლივი თვალსაზრისით”.
 
 

ასევე:

  • სტუ-ის ბიბლიოთეკაში პრეზენტაცია ჩატარდა
  • სტუ-სა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
  • ბიბლიოთეკაში 100 000 ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
  • სტუ-ის ბიბლიოთეკა სრულად განახლდა
  • სტუ განათლების ეროვნულ ცენტრში თვითშეფასების წლიური ანგარიშის წარსადგენად ემზადება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge