სტუ-ში ლიტერატურული გაერთიანების პირველი სხდომა გაიმართა. ღონისძიებას, სახელწოდებით “ერთი ლექსის საღამო“, მოწვეული სტუმრების, წრის წევრებისა და სტუდენტების გარდა, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, არჩილ ფრანგიშვილი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლიტერატურულ გაერთიანებას ხელმძღვანელობს ცნობილი ქართველი მწერალი, რუსთაველისა და ილია ჭავჭავაძის პრემიების ლაურეატი, რევაზ მიშველაძე. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აღნიშნული გაერთიანება სწორედ მისი ინიციატივით დაფუძნდა.
ლიტერატურული შეხვედრები თვეში ორჯერ ჩატარდება. მოწვეული იქნებიან ცნობილი ქართველი პოეტები და მწერლები. შეხვედრები მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობის ლიტერატურით დაინტერესებას.
აღნიშნული გაერთიანების წევრთა ნაწარმოებები ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-ლიტერატურულ ჟურნალ "პარალელში" გამოქვეყნდება.