ახალი ლიტერატურული ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ახალი ლიტერატურული ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა კულტურა, სპორტი
2-02-2011, 12:47
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში ახალი ელექტრონული ლიტერატურულ-კულტურული ჟურნალის, "ოქსიმორონის", პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალის პრეზენტაციასთან ერთად, მოეწყო რეჟისორ კახა ბარამიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენებაც.

"ახალი ელექტრონული ლიტერატურულ-კულტურული ჟურნალი "ოქსიმორონი" სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა ცნობადობის, სხვადასხვა ჯანრისა და მიმდინარეობის შემოქმედებს გააერთიანებს. ეს სახელიც აქედან გამომდინარე ვუწოდეთ. გვინდა, მთლიანობაში შექმნას ახალი სტილი, ნიჭიერ მწერალთა ახალი ერთობლიობა ერთ სივრცეში", _ განაცხადა პროექტის ავტორმა ლელა კოდალაშვილმა.

ოქსიმორონი სტილისტური ხერხი, ტროპის სახეა, რომელიც ემყარება ერთმანეთთან "შეუთავსებელ“, ურთიერთგამომრიცხავ ცნებათა დაკავშირებას, კონტრასტული ნიშნის გადატანას, რითაც ახალი ცნება ან ახალი წარმოდგენა იქმნება. ოქსიმორონი ფართოდაა გავრცელებული ჩვეულებრივ მეტყველებაში ("მშრალი ღვინო“, "მჭევრმეტყველი დუმილი“ და სხვა), რიტორიკასა და მხატვრულ ლიტერატურაში. ოქსიმორონი პარადოქსის ერთ-ერთი სახეა. მისი მხატვრული ფუნქციაა მოულოდნელობის ეფექტის შექმნა.
 
 

ასევე:

  • ჟურნალ “ბიზნეს-ინჟინერინგის“ პრეზენტაცია გაიმართა
  • სტუ-ში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
  • სტუ-ში ჯუმბერ ლეჟავას ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
  • სტუ-ში ახალი ვებგვერდის დიზაინის განხილვა გაიმართა
  • ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge