ჟურნალ “ბიზნეს-ინჟინერინგის“ პრეზენტაცია გაიმართა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ჟურნალ “ბიზნეს-ინჟინერინგის“ პრეზენტაცია გაიმართა სტუ
14-02-2012, 14:28
ჟურნალ “ბიზნეს-ინჟინერინგის“ პრეზენტაცია გაიმართა 10 თებერვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) ბიბლიოთეკის დარბაზში ჟურნალ “ბიზნეს-ინჟინერინგის“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, ამავე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე და სხვა სტუმრები.

პრეზენტაცია გახსნა და მიჰყავდა არჩილ ფრანგიშვილს. მან ისაუბრა ბიზნეს-ინჟინერინგის, როგორც ტერმინის, მნიშვნელობაზე, ასევე, ბიზნეს-ინჟინერინგის, როგორც მეცნიერების, არსზე და აქედან გამომდინარე, ჟურნალის ამოცანებზე.

“ტექნიკურ უნივერსიტეტში 1990-იანი წლებიდან დაარსდა ჰუმანიტარული ფაკულტეტი, რომელმაც თავის დროზე ლოკომოტივის როლი შეასრულა ტექნიკური უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტის გადასარჩენად, რადგან გარდამავალ პერიოდში, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა ძალიან დაეცა, მოთხოვნილებაც ტექნიკური სპეციალობების მიმართ ძალიან დაბალი იყო. დღეისთვის მდგომარება საგრძნობლად შეიცვალა. მაგრამ ახლა გაჩნდა ახალი მოთხოვნილება. ტექნიკური მეცნიერებები ცალკე აღებული და ჰუმანიტარული ცალკე პრაქტიკაში არ გამოდის სრულყოფილი. ამიტომ ჰუმანიტარული ფაკულტეტი გადავაკეთეთ ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტად, რომელმაც უნდა იტვირთოს ტექნიკური და ჰუმანიტარული დარგების ჰარმონიული თანამშრომლობა, თანაარსებობა”, - აღნიშნა მან.

ჟურნალ “ბიზნეს-ინჟინერინგის“ პრეზენტაცია გაიმართა რექტორმა აღნიშნა, რომ დღეისათვის მსოფლიოში არ არსებობს ტერმინ “ბიზნეს-ინჟინერინგის“ სრულყოფილი განმარტება. “ჩვენი აზრით, ესაა ერთი მეცნიერებიდან მეორე მეცნიერების აღმოცენების პროცესი. პროცესი ორ განსხვავებულ მეცნიერებას შორის, ესაა ინტუიცია, რომ ახლი მეცნიერება იბადება. ხშირად მეცნიერები ერთმანეთში ურევენ ტერმინებს რეინჟინერინგსა და ბიზნეს-ინჟინერინგს, რაც შეცდომაა. ამიტომ ვთხოვ ყველა მეცნიერს, რომ ჟურნალ „ბიზნეს-ინჟინერინგში“ მოიტანონ თავიანთი შეხედულებები, მოსაზრებები, ჰიპოთეზები ბიზნეს-ინჟინერინგის, როგორც მეცნიერების განმარტების შესახებ. იქნებ სულაც ჩვენი უნივერსიტეტი გახდეს პირველი ამ მეცნიერების სრულყოფილად განმარტებისა”, - დასძინა მან.

შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე, ჟურნალ “ბიზნეს-ინჟინერინგის“ მთავარი რედაქტორი ალექსანდრე სიჭინავა, სტუ-ის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი რუსუდან ქუთათელაძე, ჟურნალ “ბიზნეს-ინჟინერინგის” მთავარი რედაქტორის მოადგილე შოთა ვეშაპიძე, ამავე ჟურნალის ელექტრონული ვერსიის რედაქტორი ზურაბ ჩხაიძე და სხვა პროფესორები.

როგორც ჟურნალ “ახალი ეკონომისტის“ მთავარმა რედაქტორმა, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლოიდ ქარჩავამ განაცხადა, ამ პრეზენტაციამ დატოვა შთაბეჭდილება, რომ ახალი ჟურნალის პრეზენტაციასთან ერთად აქ იყო ახალი მეცნიერების - ბიზნეს-ინჟინერინგის დაბადების დღეც, რადგან ამ მეცნიერების ძირითადი კონტურები პროფესორმა არჩილ ფრანგიშვილმა უკვე ჩამოაყალიბა. მან ასევე დავალება მისცა ყველა მეცნიერს, განურჩევლად ტექნიკური თუ ჰუმანიტარული მიმართულებისა, რომ იმუშაონ და წარმოადგინონ ბიზნეს-ინჟინერინგის, როგორც მეცნიერების სრულყოფის გზები.

“ჟურნალ “ახალი ეკონომისტის“ სარედაქციო კოლეგიის სახელით, ვულოცავთ ჟურნალ “ბიზნეს-ინჟინერინგის “ სარედაქციო კოლეგიას, მთელ ტექნიკურ უნივერსიტეტს და წარმატებებს უსურვებს დასახული მიზნების განხორციელებაში. ჩვენი მხრივ, გამოვთქვამთ მზადყოფნას კოლეგიალური თანამშრომლობისათვის”, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ახალი ყოველკვარტალური სამეცნიერო ჟურნალის, “ბიზნეს-იჟინერინგის" პირველი ნომერი ახლახან გამოვიდა. ეს სოლიდური გამოცემა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის და სამეცნიერო საქმიანობის მნიშვნელოვანი სრულყოფის, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის იმედისმომცემ და საპასუხისმგებლო ეტაპზე იწყებს დამკვიდრებას. მისი დამფუძნებლები და სარედაქციო კოლეგიის წევრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ცნობილი მეცნიერები არიან.

ჟურნალის მთავარი რედაქტორის, სრული პროფესორის, ალექსანდრე სიჭინავას მკითხველისადმი მიმართვაში აღნიშნულია, რომ “ბიზნეს-ინჟინერინგი (Business-engineering) ბიზნესსისტემების განვითარების თანამედროვე ტექნოლოგიაა, რომელიც საინჟინრო მიდგომებს ემყარება და დღევანდელობის ყველაზე აქტუალური პრობლემების გადაჭრას ემსახურება". ეს ინტერდისციპლინარული სფერო ხელს უწყობს აქტუალური, თანამედროვე პრობლემების გადაწყვეტას ეკონომიკაში, ინჟინერიაში, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, აერონავტიკაში, ბიომედიცინასა და სხვა დარგებში.
 
 

ასევე:

  • გამოვიდა ჟურნალ "ბიზნეს-ინჟინერინგის" პირველი ნომერი
  • სტუ-ის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე სამეცნიერო კონფერენცია ტარდება
  • ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე სამეცნიერო კონფერენცია ტარდება
  • "ბიზნეს-ინჟინერინგის’’ მიმდინარე წლის პირველი ნომერი გამოვიდა
  • დაიწყო სტატიების მიღება “ბიზნეს-ინჟინერინგის” მორიგი ნომრისთვის






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge