"ბიზნეს-ინჟინერინგის’’ მიმდინარე წლის პირველი ნომერი გამოვიდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

"ბიზნეს-ინჟინერინგის’’ მიმდინარე წლის პირველი ნომერი გამოვიდა სტუ
7-07-2012, 00:44
სულ ახლახან მკითხველმა მიიღო ყოველკვარტალური სამეცნიერო ჟურნალის, "ბიზნეს-ინჟინერინგის’’ მიმდინარე წლის პირველი ნომერი, მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული გამოცემა, უახლესი ინფორმაციული მიღწევების გათვალისწინებით. ამაში ისიც იგულისხმება, რომ ახალი თაობის შესაბამისი წამკითხავი მოწყობილობის მქონე მობილური ტელეფონის მფლობელს შეუძლია გადაუღოს ფოტო ჟურნალის გარეკანზე მოთავსებულ QR-კოდს და ჟურნალში განთავსებული უკლებლივ ყველა სტატია მომენტალურად მის მობილურზე გადავა. ჟურნალის სრული ელექტრონული ვერსია ატვირთულია bpeng.com -ზე.

ჟურნალის მთავარი რედაქტორის მოადგილის, შოთა ვეშაპიძის განცხადებით, ჟურნალის სარედაქციო კოლეგიამ გაითვალისწინა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ არჩილ ფრანგიშვილის მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ახლა ძალზე მნიშვნელოვანია "ბიზნეს-ინჟინერინგის" თეორიული ასპექტების დამუშავება და ინტუიციაზე დაყრდნობით საკუთარი ხედვებისა და მიდგომების ჩამოყალიბება, რაც უნდა გახდეს ჩვენი გენერალური მიმართულება და ამ ეტაპზე ძირითადად ამ მიმართულებით გააძლიერა საქმიანობა.

"სწორედ ბიზნეს-ინჟინერინგის თანამედროვე კონცეფციის, მისი დეფინიციის, როგორც სერვისული წარმოების განვითარების თანამედროვე მიმართულების, თანამედროვე ქართულ ცნობიერებაში ინჟინერინგის ცნების გააზრების საკითხებია საინტერესოდ გაშუქებული ალექსანდრე სიჭინავას, ზურაბ ჩხაიძის, შოთა ვეშაპიძის, დალი სეხნიაშვილის, ნინო ჩიკვილაძე, ევგენი ბარათაშვილის, როზეტა ასათიანის, ივანე ჯაგოდნიშვილის სტატიებში. ამას გარდა, ჟურნალი ინგლისურ ენაზე გვთავაზობს ცნობილი მეცნიერის, გალენის უნივერსიტეტის (შვეიცარია) სრული პროფესორის, რობერტ ვინთერის მიერ მომზადებულ "ბიზნეს-ინჟინერინგის" ექსკლუზიურ პროგრამას", - აცხადებს ვეშაპიძე.

საინტერესო მასალაა წარმოდგენილი "სწავლების გაუმჯობესების ტექნოლოგიების" რუბრიკაში. აქ დაბეჭდილია გიორგი ძიძიგურის, ზურაბ ზურაბიშვილის, ნუგზარ ჩადუნელის, მარიამ კვაჭანტირაძის, შორენა ლომიძის სტატია "პერსონალური შეფასების ავტომატიზაციის ერთი ალგორითმის შესახებ, ლევან იმნაიშვილის, მაგული ბედინეიშვილის, ალინა ტიტვინიძის სტატია "ბიომეტრია – მითები და რეალობა", რომელში დასმული საკითხებიც ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელთა და, საერთოდ, ფართო საზოგადოების დიდი ინტერესის საგანია. ასევე დაბეჭდილია აკაკი გიგინეიშვილის, თემურ ჩიჩუას, იური პაპავას, ბადრი ცხადაძის სტატიები სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიების მნიშვნელობის სტუ-ის ახალი საგანმანათლებლო გეზის შესახებ.

საინჟინრო-საკონსულტაციო საქმიანობის ეკონომიკურ შეფასებებს ეხება ალექსანდრე ედიბერიძისა და მიხეილ ქანთარიას სტატია, ალექსი ბურდულაძის, მანუჩარ შიშინაშვილისა და პეტრე ნასყიდაშვილის ჩვენს სინამდვილეზე დაფუძნებული ინგლისურენოვანი გამოკვლევა, აგრეთვე, მანანა თავხელიძისა და თემურ თათარიშვილის, გიორგი სალუქვაძისა და მამუკა სალუქვაძის, ქეთევან არჩვაძის სტატიები.

რუბრიკაში "ბიზნეს-ინჟინერინგი ენერგეტიკაში" წარმოდგენილია დავით ჯაფარიძის, ზვიად გაჩეჩილაძის, ნინო მაღრაძის, ოთარ ვეზირიშვილისა და ელენა კოტორაშვილის სტატიები საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და ენერგოეკოლოგიური ტექნოლოგიების გამოყენების პრობლემებისა და მისი გადაჭრის გზების შესახებ.

ინფორმაციულ ტექნოლოგიებს ბიზნეს-ინჟინერინგში ეხება თინათინ კაიშაურის, ოთარ შონიას, ზებურ ბერიძის, მანანა ვასაძის, თინათინ ზირაქაშვილის სტატიები.

რუბრიკაში – "გლობალური გამოწვევები და სოციალური პროგრესი" - დაბეჭდილია უაღრესად აქტუალური მასალა, რომლის ავტორებიც არიან ცნობილი მკვლევრები: გიორგი მალაშხია, კახაბერ ციმინტია, ბესიკ ბარკალაია, რამაზ ოთინაშვილი, აკადემიური დოქტორები: გიორგი ბაგრატიონი, ნინო ვანიშვილი, ნატო გეგენავა, თინათინ ლოლაძე.

ჟურნალში წარმოდგენილია ცნობილი მეცნიერის, საქართველოს უახლესი ისტორიის მასშტაბური მკვლევრის, იგორ კვესელავას სტატია "თანამედროვე კაპიტალიზმის დასასრული?" რომელიც წარმოდგენილია რუბრიკაში "სამართალი და პოლიტიკა". საინტერესო და ჩვენი საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებს ეხება ცნობილი იურისტების, ჯემალ გახოკიძისა და მიხეილ მამნიაშვილის სტატიები. დაბეჭდილია, აგრეთვე, ნინო ჩუხრუკიძის და ვალერი მოსიაშვილის საინტერესო ნაშრომები.

რუბრიკა – "ინვესტიციები, ტექნოპარკები და თავისუფალი ეკონომიკური ზონები" - იხსნება თამაზ ბაციკაძის, დავით თავხელიძისა და კობა სოხაძის დიდი პრაგმატული მნიშვნელობის მქონე სტატიით ტექნოპარკის ფუნქციონირების უცხოური გამოცდილების შესახებ, რომელსაც მოსდევს გურამ ჯოლიასა და ნინო ჯოლიას მაღალმეცნიერულ დონეზე შესრულებული სტატია "საერთაშორისო თანამეგობრობის ანტიოფშორული პოლიტიკის შეფასების თაობაზე". აქვე დაბეჭდილია გიორგი როდონაიას, ლევან ტატიშვილის სტატიები, ასევე ზურაბ ვაშაკიძისა და მერაბ მიქელაშვილის სტატია "უილიამ პეტის ეკონომიკური შეხედულებებისა და თანამედროვეობის შესახებ".

ფსიქოლოგიისა და ბიზნესის პრობლემებს ეძღვნება ინგა სიჭინავას, ფილოსოფიის პროფესორის, ვანო ჭიაურელისა და რუსუდან სტრელკოვას სტატიები.

ჟურნალს ასრულებს რუბრიკა "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 90", რომელშიც დაბეჭდილია ბორის ბოქოლიშვილის, ბადრი ცხადაძისა და ნიკა ბოჭორიშვილის საინტერესო სტატიები.

დაბოლოს, ჟურნალი ეხმიანება ცნობილი მეცნიერების, პროფესორ თეიმურაზ გველესიანისა და პროფესორ დემურ ჩომახიძის წიგნის "საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება ("საიჟინრო-ჰიდროლოგიური ეკონომიკური პრობლემები")" გამოცემას.

შეგახსენებთ, რომ "ბიზნეს-ინჟინერინგის" პირველი ნომერი 2011 წელს გამოვიდა. ჟურნალის მთავარი რედაქტორია პროფესორი ალექსანდრე სიჭინავა.
 
 

ასევე:

  • “ბიზნეს-ინჟინერინგის” მორიგი ნომერი გამოვიდა
  • გამოვიდა ჟურნალ "ბიზნეს-ინჟინერინგის" პირველი ნომერი
  • ჟურნალ “ბიზნეს-ინჟინერინგის“ პრეზენტაცია გაიმართა
  • დაიწყო სტატიების მიღება “ბიზნეს-ინჟინერინგის” მორიგი ნომრისთვის
  • სტუ-ში ტარდება კონფერენცია ,,ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ“






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge