|
7-04-2013, 21:21
საქართველოს ტქნიკურ უნივერსიტეტში მოგზაურ ჯუმბერ ლეჟავას ახალი პროექტის – “ჯუმბერ ლეჟავა და ევრაზია” – პრეზენტაცია გაიმართა. მსოფლიო ველომოგზაური, გინესის მრავალგზის რეკორდსმენი ჯუმბერ ლეჟავა ახალ, რიგით მე-7 ლაშქრობას ევრაზიის ქვეყნების გავლით გეგმავს. 74 წლის მოგზაური გზას 9 მაისს გაუდგება და ორი წლის განმავლობაში, თანმხლებ ჯგუფთან ერთად, 30 ათას კილომეტრზე მეტს დაფარავს.
ივარაუდება, რომ გზადაგზა 30-ზე მეტი ქვეყნის ტერიტორიაზე გავლისას 40 ათასამდე ველომოყვარული შეუერთდება და იმდენს გაივლიან, რამდენსაც შეძლებენ.
მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ხომ ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდაცაა ხალხთა შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცება-განვითარებასთან, ეროვნული ტრადიციებისა კულტურული მემკვიდრეობის პროპაგანდასა და უცხო ქვეყნებში ქართულ დიასპორასთან კავშირურთიერთობის გაღრმავებასთან ერთად.
პროექტი, რომლის პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 7 აპრილს გაიმართა, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილიაII-ის ლოცვა-კურთხევით, ჩვენი და საზღვარგარეთის ქვეყნების სამინისტროების, უწყებებისა ცალკეული ფირმების მხარდაჭერით ხორციელდება. |
|