|
15-03-2011, 16:11
IT Startup დღეების რიგით მე-2 ღონისძიების ფარგლებში იდეების პრეზენტაცია 14 მარტს გაიმართა, ხოლო ხოლო უკვე ჩამოყალიბებული გუნდების კონსულტანტებთან შეხვედრა 15 მარტს მოეწყო. ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს.
შეგახსენებთ, რომ IT Startup დღეები უკვე მეორედ იმართება. IT Startup დღეები საქართველოში არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამა. პროექტის მიზანი საქართველოში IT ინოვაციების ხელშეწყობაა. მის ფარგლებში სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების დეპარტამენტი იზრუნებს, რომ კომპანიების ჩამოყალიბებასა და ახალი პროექტების დანერგვისათვის სათანადო გარემო შეიქმნას. |
|