|
26-11-2010, 15:11
25 ნოემბერს, IT Startup Days დღეების ფარგლებში, სტუ-ში გაიმართა პირველი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა საინკუბაციო პროექტების გამოვლენას და ამ მიმართულებით აქტივობების გაზრდას.
IT Startup წარმოადგენს ახალ პროგრამას, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იწყებს. პროგრამა ეხება კონკურენტული სტარტაპების გაჩენის ხელშეწყობის მიზნით, IT საინკუბაციო გარემოს შექმნას. მისი მიზანია ინოვაციების ხელშეწყობა. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების დეპარტამენტი ორგანიზებას გაუწევს ბიზნესსკოლებისა და ფაკულეტების სტუდენტების, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლებისა და ფაკულტეტების სტუდენტების, ექსპერტებისა და კონსულტანტების, კერძო ფირმების, ინვესტორებისა და ვენჩერული ფონდების ერთმანეთთან დაკავშირებას.
შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსს, ირაკლი ქაშიბაძესა და მის მოადგილეს ჯემალ ვაშაკიძეს შეხვდა.
ქაშიბაძემ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ახალი პროგრამა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იწყებს. პროგრამა ეხება კონკურენტული სტარტაპების გაჩენის ხელშეწყობის მიზნით, IT საინკუბაციო გარემოს შექმნას. მისი მიზანია ინოვაციების ხელშეწყობა.
პროექტის საწყის ფაზაში დაგეგმილია საინკუბაციო პროექტების გამოსავლენი და ამ მიმართულებით აქტივობების გაზრდისკენ მიმართული პერიოდული ღონისძიებები IT Startup Days.
დღესდღეობით მსგავსი ტიპის ღონისძიება წარმატებით ხორციელდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპისა და ყოფილი დსთ-ის ქვეყნებში.
|
|