დღეს "IT Startup დღეების" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

დღეს "IT Startup დღეების" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა ტექნოლოგიები
7-12-2010, 20:42
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 7 დეკემბერს "IT Startup დღეების" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

IT Startup დღეები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით 25 ნოემბერს დაიწყო და მიზნად ისახავს ქვეყანაში IT ინოვაციების ხელშეწყობას, სათანადო გარემოს შექმნას კონკურენტული სტარტაპების გაჩენისა და ახალი პროექტების დანერგვისთვის.

IT Startup დღეების ფარგლებში სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტმა ორგანიზება გაუწია ბიზნესსკოლების სტუდენტების, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლების სტუდენტების, ექსპერტებისა და კონსულტანტების, კერძო ფირმების, ინვესტორებისა და ვენჩერული ფონდების ერთმანეთთან დაკავშირებას.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პირველი ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ქაშიბაძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართა.

პროექტის მიზანი საქართველოში IT-ინოვაციების ხელშეწყობაა. მის ფარგლებში სამინისტრო იზრუნებს, რომ კომპანიების ჩამოყალიბებასა და ახალი პროექტების დანერგვისათვის სათანადო გარემო შეიქმნას.

პროგრამა შეიცავს რამდენიმე ეტაპს, რომლის საწყის ფაზაშია დაგეგმილი საინკუბაციო პროექტების გამოსავლენი და ამ მიმართულებით აქტივობის გაზრდისაკენ გამიზნული პერიოდული ღონისძიებები. დღესდღეობით მსგავსი ტიპის ღონისძიება წარმატებით ხორციელდება შეერთებულ შტატებსა, ევროპის და დსთ-ის ქვეყნებში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიზანია პროექტში აქტიურად ჩაერთონ ბიზნესსკოლებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტების სტუდენტები. მათ მიეცემათ შესაძლებლობა შექმნან კოოპერაციაზე დამყარებული ინოვაციური ჯგუფები, რომელთაგან საუკეთესოები ინვესტორების წინაშე წარდგებიან. გარდა ამისა, პროექტში მონაწილეობა მისცემს მათ დიდ გამოცდილებას.

იმავდროულად ცნობილი ხდება, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების დეპარტამენტი ორგანიზებას გაუწევს ბიზნესსკოლების (ფაკულტეტების) სტუდენტების, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლების (ფაკულტეტბის) სტუდენტების, ექსპერტებისა და კონსულტანტების, კერძო ფირმების, ინვესტორებისა და ვენჩერული ფონდების თავმოყრას და ერთმანეთთან დაკავშირებას IT Startup დღეების ღონისძიების ფაგლებში.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სურვილი გამოთქვეს წამყვანმა ქართულმა, ასევე უცხოურმა კომპანიებმა, მათ შორის HP, CISCO, UGT და სხვა.
 
 

ასევე:

  • IT Startup დღეების ფარგლებში განზრახვათა მემორანდუმი გაფორმდა
  • IT Startup Days დღეების ფარგლებში, სტუ-ში პირველი ღონისძიება გაიმართა
  • კონკურენტული სტარტაპების გაჩენის ხელშეწყობის მიზნით, IT საინკუბაციო გარემო შეიქმნება
  • სტუ-ის სტუდენტებს IT Startup-ის პროექტი გააცნეს
  • IT Startup დღეების ფარგლებში იდეების პრეზენტაცია გაიმართა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge