|
11-12-2010, 00:12
10 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში IT Startup დღეების ფარგლებში კომპანიების მიერ შერჩეულ გუნდებსა და უშუალოდ ინვესტორებს შორის გაფორმდა განზრახვათა მემორანდუმი თანამშრომლობის დაწყებასთან დაკავშირებით. IT Startup დღეების ფარგლებში ფინალში გასული რვა პროექტიდან 4 პროექტი შეირჩა.
შეგახსენებთ, რომ IT Startup დღეები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით 25 ნოემბერს დაიწყო. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პირველი ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ქაშიბაძემ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართა. დასკვნითი ღონისძიება კი 7 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა.
IT Startup დღეები მიზნად ისახავს საქართველოში IT ინოვაციების ხელშეწყობას, სათანადო გარემოს შექმნას კონკურენტული სტარტაპების გაჩენისა და ახალი პროექტების დანერგვისთვის. IT Startup დღეების ღონისძიების ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტმა ორგანიზება გაუწია ბიზნესსკოლების სტუდენტების, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლების სტუდენტების, ექსპერტებისა და კონსულტანტების, კერძო ფირმების, ინვესტორებისა და ვენჩერული ფონდების ერთმანეთთან დაკავშირებას.
პროექტის მიზანი საქართველოში IT-ინოვაციების ხელშეწყობაა. მის ფარგლებში სამინისტრო იზრუნებს, რომ კომპანიების ჩამოყალიბებასა და ახალი პროექტების დანერგვისთვის სათანადო გარემო შეიქმნას.
პროგრამა მოიცავს რამდენიმე ეტაპს, რომლის საწყის ფაზაშია დაგეგმილი საინკუბაციო პროექტების გამოსავლენი და ამ მიმართულებით აქტივობის გაზრდისკენ გამიზნული პერიოდული ღონისძიებები. დღესდღეობით მსგავსი ტიპის ღონისძიება წარმატებით ხორციელდება შეერთებულ შტატებსა, ევროპის და დსთ-ის ქვეყნებში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიზანი იყო, პროექტში აქტიურად ჩაერთოთ ბიზნესსკოლებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტების სტუდენტები. მათ მიეცათ შესაძლებლობა შეექმნათ კოოპერაციაზე დამყარებული ინოვაციური ჯგუფები, რომელთაგან საუკეთესოები ინვესტორების წინაშე წარდგნენ.
საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების დეპარტამენტი ორგანიზებას უწევს ბიზნესსკოლების (ფაკულტეტების) სტუდენტების, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლების (ფაკულტეტების) სტუდენტების, ექსპერტებისა და კონსულტანტების, კერძო ფირმების, ინვესტორებისა და ვენჩერული ფონდების თავმოყრას და ერთმანეთთან დაკავშირებას IT Startup დღეების ღონისძიების ფაგლებში. |
|