სტუ-ში ინფორმაციული ტექნოლოგიების ინკუბატორის პრეზენტაცია გაიმართა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში ინფორმაციული ტექნოლოგიების ინკუბატორის პრეზენტაცია გაიმართა სტუ
20-06-2011, 12:48
სტუ-ში ინფორმაციული ტექნოლოგიების ინკუბატორის პრეზენტაცია გაიმართასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის მეორე სართულზე, სტუ-ის IT-ინკუბატორის საპრეზენტაციო ოთახში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინკუბატორის (IT ტექნოპარკის) პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი.

სტუ-ში ინფორმაციული ტექნოლოგიების ინკუბატორის პრეზენტაცია გაიმართაპრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ინკუბატორის მიზნები და უახლოესი ამოცანები, ასევე გაიმართა სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობისა და IT- ინკუბატორის პირველი ერთობლივად განხორციელებული პროექტის - “სტუნეტის” (www.stunet.ge) პრეზენტაცია.

სტუ-ში ინფორმაციული ტექნოლოგიების ინკუბატორის პრეზენტაცია გაიმართა სტუ-ს IT-ინკუბატორი წარმოადგენს ინფორმაციული ტექნოოგიების დარგში არსებული იდეების გენერირებისა და განხორციელების ხელისშემწყობ ორგანიზაციას. მისი საშუალებით ინკუბატორის საქმიანობაში ჩართულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა მოიგონონ, განახორციელონ იდეები და გახდნენ კომერციულად წარმატებული IT- პროექტის მფლობელები.

სტუ-ში ინფორმაციული ტექნოლოგიების ინკუბატორის პრეზენტაცია გაიმართა სტუ-ის IT- ინკუბატორის საქმიანობა მოიცავს შემდეგ ასპექტებს: უზრუნველყოფს ინკუბატორის მონაწილეებს IT- პროდუქტების შექმნის პრაქტიკული ჩვევებითა და ცოდნით - რთავს მათ კონკრეტული კომეციული დაკვეთის შესრულების პროცესში; წელიწადში ორჯერ ხდება იდეათა გენერირება, საუკეთესო 2 იდეა ხორციელდება და გადაეცემა ინკუბატორის წევრებს საკუთრებაში პროექტის კომეციალიზაციისთვის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინკუბატორისა და სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პირველი ერთობლივი პროექტია “სტუნეტი” – Web-ტექნოლოგიებით დამზადებული სოციალური ქსელის ტიპის ვებსაიტი (www.stunet.ge).

საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა და კონკრეტულად, ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ნოვაციური ტექნოპარკების ამოქმედების ინიციატორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა. ეტაპობრივად, ტექნოპარკები ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული მიმართულებების პრაქტიკულად 80%-ს დაფარავს, რაც ავტომატურად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ტექნიკური უნივერსიტეტის დაახლოებით 10 ათასმდე სტუდენტის დასაქმებას ნიშნავს. თავისი ანაზღაურებით, სტუდენტს შესაძლებლობა მიეცემა, თავისივე სწავლის საფასურზე გაცილებით მეტი გამოიმუშაოს, პარალელურად, პრაქტიკა გაიაროს. ტექნოპარკების ამოქმედებით საქართველოში ათობით საწარმო ამუშავდება.
 
 

ასევე:

  • სტუ-ის თვითმმართველობა და IT-ინკუბატორი ერთობლივ პროექტს ახორციელებენ
  • როგორ პასუხობს დროის მოთხოვნებს სტუ
  • სტუ-ის ინფომაციული ტენოლოგიების ინკუბატორში პროექტი “სტარტაპი” დაიწყება
  • ხვალ პროექტი "სტარტაპი" დაიწყება
  • სტუ-ში ახალი ვებგვერდის დიზაინის განხილვა გაიმართა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge