როგორ პასუხობს დროის მოთხოვნებს სტუ » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

როგორ პასუხობს დროის მოთხოვნებს სტუ სტუ
11-04-2012, 01:22
21-ე საუკუნე პრინციპულად ახალი ტიპის განათლებას ითხოვს. ცოდნა მისთვის კაპიტალია, აღარაა თავისთავისთვის არსებული სიმდიდრე. ცოდნის მნიშვნელობაცა და ეფექტურობაც დროის სულისკვეთების შესატყვისობაა, დროის გამოწვევებზე უსწრაფესი რეაგირების უნარია. როგორ პასუხობს დროის მოთხოვნებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი?

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ადეკვატურია დროის გამოწვევებისადმი. იგი პირველი გადავიდა სწავლების ტრადიციული - ცოდნის დაგროვების, ადამიანის პიროვნული მისწრაფებების უარმყოფელი კონცეფციიდან სწავლის მსურველის პიროვნებაზე მიზანმიმართული სწავლების მოდელზე. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლება ემყარება განათლებისადმი სტუდენტის მოტივირებულობას, ცოდნის მნიშვნელობის გაცნობიერებას, მიღებული ცოდნის კონკურენტუნარიანობის გააზრებას, რაც სავსებით შეესატყვისება განათლების თანამედროვე ევროატლანტიკური საგანმანათლებლო სივრცის კონცეფციას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უძველესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. წელს მას 90 წელი შეუსრულდა, თუმცა ცნობილია, რომ რეალურად სასწავლებლის სათავეები რამდენიმე წლით ადრე იწყება. ისტორიას 1917 წლამდე მივყავართ. უნივერსიტეტი დაარსდა 1922 წლის 16 იანვარს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის სახით, თუმცა 1928 წელს მას შეუერთდა 1917 წელს დაარსებული თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფაკულტეტი და ჩამოყალიბდა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი, შემდეგში, 1936 წლიდან — როგორც საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი, 1948 წლიდან — საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 1990 წლის 6 იანვრიდან — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ასე რომ, სასწავლებლის ისტრორია რეალურად 1917 წელს იწყება.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიმდინარე წლის იანვრიდან შეეცვალა იურიდიული სტატუსი და ახლა იგი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რაც მკვეთრად გააფართოებს სამეცნიერო მოღვაწეობის ჰორიზონტს, რადგანაც სამეცნიერო სტრუქტურებს აქტიურად შეეძლებათ ჩართვა კომერციულ საქმიანობაში. აღნიშნულის საფუძველზე უნივერსიტეტში დღენიადაგ მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაო ეგრეთ წოდებული ტექნოლოგიური პარკების ჩამოყალიბებისთვის. შესაბამისად, უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური საინჟინრო კადრები და შემოერთებული ინსტიტუტების მძლავრი სამეცნიერო პოტენციალი განსაზღვრავენ ტექნოლოგიური პარკების წარმატებულ მოღვაწეობას და მათ გასვლას, საერთაშორისო ცოდნისა და ასევე სასაქონლო ბაზრებზე.

ტექნოლოგიურ პარკებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ზოგადად ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. სტუ-ში უკვე გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინკუბატორის (IT ტექნოპარკის) პრეზენტაცია. სტუ-ის IT-ინკუბატორი წარმოადგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში არსებული იდეების გენერირებისა და განხორციელების ხელისშემწყობ ორგანიზაციას. მისი საშუალებით ინკუბატორის საქმიანობაში ჩართულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა მოიგონონ, განახორციელონ იდეები და გახდნენ კომერციულად წარმატებული IT- პროექტის მფლობელები. სტუ-ის IT- ინკუბატორის საქმიანობა მოიცავს შემდეგ ასპექტებს: უზრუნველყოფს ინკუბატორის მონაწილეებს IT- პროდუქტების შექმნის პრაქტიკული ჩვევებითა და ცოდნით - რთავს მათ კონკრეტული კომეციული დაკვეთის შესრულების პროცესში; წელიწადში ორჯერ ხდება იდეათა გენერირება, საუკეთესო 2 იდეა ხორციელდება და გადაეცემა ინკუბატორის წევრებს საკუთრებაში პროექტის კომეციალიზაციისთვის. საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა და კონკრეტულად, ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ნოვაციური ტექნოპარკების ამოქმედების ინიციატორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა. ეტაპობრივად, ტექნოპარკები ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული მიმართულებების პრაქტიკულად 80%-ს დაფარავს, რაც ავტომატურად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ტექნიკური უნივერსიტეტის დაახლოებით 10 ათასმდე სტუდენტის დასაქმებას ნიშნავს. თავისი ანაზღაურებით, სტუდენტს შესაძლებლობა მიეცემა, თავისივე სწავლის საფასურზე გაცილებით მეტი გამოიმუშაოს, პარალელურად, პრაქტიკა გაიაროს. ტექნოპარკების ამოქმედებით საქართველოში ათობით საწარმო ამუშავდება.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში ინფორმაციული ტექნოლოგიების ინკუბატორის პრეზენტაცია გაიმართა
  • სტუ-ის თვითმმართველობა და IT-ინკუბატორი ერთობლივ პროექტს ახორციელებენ
  • ყველაზე ძველი და ამავდროულად ყველაზე თანამედროვე უმაღლესი საგანმანათლებლო ცენტრი
  • სახელმწიფო უნივერსიტეტებს სტატუსი შეეცვალათ
  • ტალინის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სტუდენტებს პროგრამები გააცნეს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge