სტუ-ის თვითმმართველობა და IT-ინკუბატორი ერთობლივ პროექტს ახორციელებენ » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ის თვითმმართველობა და IT-ინკუბატორი ერთობლივ პროექტს ახორციელებენ სტუ
19-06-2011, 03:51
20 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის მეორე სართულზე, სტუ-ის IT-ინკუბატორის საპრეზენტაციო ოთახში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინკუბატორის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ინკუბატორის მიზნები და უახლოესი ამოცანები, ასევე გაიმართება სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობისა და IT- ინკუბატორის პირველი ერთიბლივად განხორციელებული პროექტის - “სტუნეტის” (www.stunet.ge) პრეზენტაცია.

სტუ-ს IT-ინკუბატორი წარმოადგენს ინფორმაციული ტექნოოგიების დარგში არსებული იდეების გენერირებისა და განხორციელების ხელისშემწყობ ორგანიზაციას. მისი საშუალებით ინკუბატორის საქმიანობაში ჩართულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა მოიგონონ, განახორციელონ იდეები და გახდნენ კომერციულად წარმატებული IT- პროექტის მფლობელები.

სტუ-ის IT- ინკუბატორის საქმიანობა მოიცავს შემდეგ ასპექტებს: უზრუნველყოფს ინკუბატორის მონაწილეებს IT- პროდუქტების შექმნის პრაქტიკული ჩვევებითა და ცოდნით - რთავს მათ კონკრეტული კომეციული დაკვეთის შესრულების პროცესში; წელიწადში ორჯერ ხდება იდეათა გენერირება, საუკეთესო 2 იდეა ხორციელდება და გადაეცემა ინკუბატორის წევრებს საკუთრებაში პროექტის კომეციალიზაციისთვის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინკუბატორისა და სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პირველი ერთობლივი პროექტია “სტუნეტი” – Web-ტექნოლოგიებით დამზადებული სოციალური ქსელის ტიპის ვებსაიტი (www.stunet.ge).
 
 

ასევე:

  • სტუ-ში ინფორმაციული ტექნოლოგიების ინკუბატორის პრეზენტაცია გაიმართა
  • როგორ პასუხობს დროის მოთხოვნებს სტუ
  • ხვალ პროექტი "სტარტაპი" დაიწყება
  • სტუ-ის ინფომაციული ტენოლოგიების ინკუბატორში პროექტი “სტარტაპი” დაიწყება
  • უნივერსიტეტებში სამრეწველო ლაბორატორიები მოეწყობა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge