უნივერსიტეტებში სამრეწველო ლაბორატორიები მოეწყობა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

უნივერსიტეტებში სამრეწველო ლაბორატორიები მოეწყობა სიახლე
24-05-2015, 23:20
25 მაისს თბილისის მერიაში პროექტის „ბიზნეს-ინკუბატორის“ ფარგლებში თბილისის მერიას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდება.

„ბიზნეს-ინკუბატორი“, იგივე FabLab, „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ ერთ-ერთი მიმდინარე პროექტია. FabLab-ის მიზანია - დამწყები მეწარმეების (Start Up-ების) და ინოვატორების ხელშეწყობა, რაც დაეხმარება და სტიმულს მისცემს ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებში მოეწყობა FabLab-ები - უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი 2 ინოვაციური, სამრეწველო ლაბორატორია. აღნიშნული პროექტის განხორციელება თბილისს რეგიონში ერთ-ერთ პირველ ქალაქად აქცევს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების დარგში. პროექტის ფარგლებში ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეეძლება FabLab-ში მუშაობა და მისთვის საინტერესო პროდუქციის შექმნა, რომელიც შეიძლება იყოს:
• ტურისტული პროდუქტების წარმოება (თბილისის სიმბოლიკა და სხვა);
• ახალი შენობების, ხიდების და სხვა მსგავსი სახის კონსტრუქციების მოდელირება და მაკეტირება;
• კულტურულ ძეგლებზე დაზიანებული კომპონენტების რესტავრირება;
• მუნიციპალური სკოლების და ბაღების შიდა ინფრასტრუქტურისთვის (ინტერიერისკომპონენტები, სათამაშოების და სხვა) მაკეტების და მოდელების შემუშავება; • თბილისის მასშტაბით ჩასატარებელი ღონისძიებებისთვის დეკორაციების, მაგიდების, სტენდების და სხვა რელევანტური ინვენტარის მოდელირება;
• ახალი მონუმენტების და ძეგლების მაკეტების შემუშავება;
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინფრასტუქტურის მოსაწყობი სხვადასხვა ტიპის მაკეტების მოდელირება;
• სხვა ინოვაციური პროექტებისთვის თუ პროდუქტებისათვის მაკეტების და მოდელების შექმნა.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ დაიწყება პროექტის აქტიური ფაზა - გარემონტდება საოფისე ფართები, შეძენილი იქნება სპეციალური აღჭურვილობა და დანადგარები. ორივე FabLab-ის გახსნა მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში იგეგმება.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში ბიზნეს ინკუბატორი "Fab Lab"-ი გაიხსნა
  • IT Startup დღეების ფარგლებში განზრახვათა მემორანდუმი გაფორმდა
  • დღეს "IT Startup დღეების" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
  • სტუ-სა და სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" შორის მემორანდუმი გაფორმდება
  • IT Startup Days დღეების ფარგლებში, სტუ-ში პირველი ღონისძიება გაიმართა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge