|
1-04-2012, 01:23
ხვალ, 2 აპრილს, საქართველოს ტექნიკური უნივესიტეტის ინფომაციული ტენოლოგიების ინკუბატორში დაიწყება პროექტი "Sturt App" (სტარტაპი)."Sturt App"-ის მიზანია საქართველოს ინფორმაციული პოტენციალის გამვლენა და მისი პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება კონკურსი, სადაც მოხდება Google Android -ის პლატფორმის აპლიკაციის იდეების წარდგენა და რეგისტრაცია, ხოლო შემდეგ აღნიშნული იდეების პრეზენტაცია და გამარჯვებულების გამოვლენა. კონკურსის შედეგად ჩამოყალიბდება გუნდები, რომლებიც საუკეთესო იდეების მიხედვით შექმნიან Google Android-ის აპლიკაციებს. აღნიშნული აპლიკაციების საერთაშორისო ბაზარზე გატანას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინკუბატორი უზრუნველყოფს. კონკურსის დასასრულს, ათ ნომინაციაში გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრემიები.
საკონკურსო იდეების რეგისტრაცია დაიწყება 2 აპრილს 10: 00 საათზე და დასრულდება 22 აპრილს ,18:00 საათზე. აპლიკაციების იდეების დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება სამინისტროს facebook -ის ოფიციალურ გვერდზე: Facebook.com/sport.youth.georgia და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინკუბატორის ვებგვერდზე: www.itincubator.ge
დარეგისტრირებული იდეების პრეზენტაციები 23-24 აპრილს გაიმართება. |
|