კრიმინოლოგიის განვითარების თემაზე კონფერენცია გაიმართა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

კრიმინოლოგიის განვითარების თემაზე კონფერენცია გაიმართა სტუ
26-03-2011, 19:23
კრიმინოლოგიის განვითარების თემაზე კონფერენცია გაიმართა 26 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში (III სართული, საკონფერენციო ოთახი) გაიმართა საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "კრიმინოლოგიის განვითარების პერსპექტივები საქართველოში". ღონისძიების ორგანიზატორები არიან სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის განყოფილება; სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო საზოგადოება; ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის დეპარტამენტი.

კონფერენციაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: კრიმინოლოგია, როგორც მეცნიერების დარგი და მისი მიზანი; კრიმინოლოგის როლი სახელმწიფოსა და საზოგადოებაში; კრიმინოლოგიის მნიშვნელობა დანაშაულის პრევენციასთან მიმართებაში; საქართველოში კრიმინოლოგიის განვითარების კონცეპტუალური საკითხები; ეკონომიკური კრიზისის კრიმინოლოგია.

კონფერენციაში მონაწილეობდენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტორანტები და პროფესორ-მასწავლებლები.

ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნათა შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილების, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლების, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრების, მოსახლეობის სამართლებრივი შეგნების ამაღლების, საქართველოში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ზნეობრივი ნორმების განმტკიცებისა და ჰუმანურ-სოციალურ ურთიერთობათა დაფუძნებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება მეცნიერების ისეთი დარგის განვითარებას, როგორიც არის კრიმინოლოგია.
 
 

ასევე:

  • კრიმინოლოგიის განვითარების თემაზე კონფერენცია გაიმართება
  • სტუ-ის სტუდენტთა 78-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ახალი ფორმატით ტარდება
  • სტუ-ში ტარდება კონფერენცია "ხელისუფლება და საზოგადოება - 2013”
  • ელექტრომობილების განვითარების თემაზე კონფერენცია ჩატარდა
  • თემაზე "მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და საქართველო" კონფერენცია გაიმართა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge