|
15-05-2011, 22:12
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ”ჩაღლარის” საგანმანათლებლო სასწავლებლების ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვა. მინისტრმა პერსონალური კომპიუტერები გადასცა არჩილ ინასარიძეს საინჟინრო გამოგონებისთვის, ტოგოს რესპბულიკის წარმომადგენელს აბდულატივ აბდულგაფურს, აზერბაიჯანის წარმომადგენლებს ნოვაციისთვის ქიმიაში აზერ ასკაროვსა და ასლან მანსუროვს, ასევე საინჟინრო გამოგონებისთვის ფიზიკაში მონაწილეს ავღანეთიდან ლუკსეგბედჯი-სიკა.
”ჩაღლარის” საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2150 მოსწავლე და სტუდენტი სწავლობს. მათთვის ნორჩ გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადა ყოველ წელს ტარდება და მიზნად ისახავს მოსწავლეთა მეცნიერებით დაინტერესებას. ოლიმპიადა ასევე დიდ როლს თამაშობს კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგში. მასში მონაწილე უცხოელი მოსწავლეები ქართულ ოჯახებში ცხოვრობენ და ქართულ ენასა და კულტურას ეცნობიან. ამასთან, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მონაწილეები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებასაც უზიარებენ.
ოლიმპიადა, რომელიც მეხუთედ ტარდება წელს ყველაზე გრანდიოზული იყო. 2009 წელს ოლიმპიადაში 22 ქვეყნის, 2010 წელს 28 ქვეყნის, ხოლო წელს, 30 ქვეყნის კონკურსანტებმა მიიღეს მონაწილეობა.
”ჩაღლარის” საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჰუმანიტარული საგნები ქართულად, ხოლო ტექნიკური საგნები ინგლისურად ისწავლება. ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა საერთაშორისო ოლიმპიადა პირველად 2006 წელს ჩატარდა და კონკურსში გამარჯვებულები პირადად საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააჯილდოვა. mes.gov.ge |
|