განათლების მინისტრმა ოლიმპიადაში გამარჯვებულები დააჯილდოვა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

განათლების მინისტრმა ოლიმპიადაში გამარჯვებულები დააჯილდოვა სიახლე
29-01-2011, 18:56
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ყაზახეთის ჟაუტიკოვის 2011 წლის მე-7 საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებული 5 მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვა.

მინისტრის თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეთა ხელშეწყობას და წახალისებას გააგრძელებს.

საქართველოს წარმომადგენლებმა გამარჯვება ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებებში მოიპოვეს: ნიკა ბეგიაშვილმა (მე-12 კლ.) ბრინჯაოს მედალი ინფორმატიკაში; გრიგოლ ფერაძემ (მე-12 კლ.) ბრინჯაოს მედალი ფიზიკაში; გიგა გუმბერიძემ (მე-12 კლ.) ბრინჯაოს მედალი მათემატიკაში; ბაჩანა კუციამ (მე-12 კლ.) ბრინჯაოს მედალი მათემატიკაში და ჯიმშერ სხირტლაძემ (მე-10 კლ.) ბრინჯაოს მედალი ინფორმატიკაში. გუნდურ ნაწილში სკოლის გუნდმა მეოთხე ადგილი და საპატიო სიგელი დაიმსახურა (სულ 5 საპატიო სიგელი გაიცა).

ცნობისთვის, ქალაქ ალმატიში გამართულ მე-7 საერთაშორისო ოლიმპიადაში მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში თბილისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-პანსიონ "კომაროვის" (კომაროვის სკოლას სტატუსი 2010 წელს დაუბრუნდა) გუნდი მონაწილეობდა. ჟაუტიკოვის 2011 წლის მე-7 საერთაშორისო ოლიმპიადაში სულ მონაწილეობდა 46 გუნდი და 296 ინდივიდუალური მონაწილე.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა
  • დიმიტრი შაშკინმა ”ჩაღლარის” ოლიმპიადაში გამარჯვებულები დააჯილდოვა
  • ევროპის ჩემპიონატზე ელენე გედევანიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
  • სტუ-ის წარმომადგენლებმა ხრიდოლის ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს
  • ქართველი მოჭიდავეები თურქეთიდან სამი მედლით დაბრუნდნენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge