სტუ-ის წარმომადგენლებმა ხრიდოლის ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ის წარმომადგენლებმა ხრიდოლის ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს ---
29-03-2011, 14:33
სტუ-ის წარმომადგენლებმა ხრიდოლის ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს 19 მარტს დიღმის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის საჭიდაო დარბაზში ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია “ხრიდოლის” თაოსნობით, გაიმართა კავკასიის, რიგით მესამე, ღია პირველობა ქართულ კრივში (საერთაშორისო დასახელებაა _ ხელჩართული ბრძოლა “ხრიდოლის” წესებით). ასპარეზობაში მონაწილეობდნენ “ხრიდოლის” ხუთი სადროშოს ოცამდე კლუბი, საქართველოს კუნგ-ფუ _ სანდას ფედერაციის ნაკრები გუნდი, საქართველოს ხელჩართული ბრძოლის ფედერაციის ნაკრები, კავკასიის ხელჩართული ბრძოლების კონფედერაციის ნაკრები აზერბაიჯანელი და ჩეჩენი მებრძოლების შემადგენლობით, ირანის მებრძოლთა გუნდი.

აღნიშნულ შეჯიბრში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღირსებას პირველად იცავდა სტუ-iს ქართული საბრძოლო ხელოვნების ცენტრში მოვარჯიშე ,,ხრიდოლის” სამი კლუბის თვრამეტი სპორტსმენი, რომლებიც, თავის მხრივ, “ხრიდოლის” ფედერაციის სამ სადროშოს წარმოადგენდნენ.

სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფსა და წონით კატეგორიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მოიპოვეს 11 ოქროს, 5 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი. აქედან “ხოგაის მინდის” სადროშოს ანგარიშზეა 6 პირველი, 2 მეორე და 2 მესამე ადგილი. “ხვამლის” გუნდმა გაიმარჯვა სამ წონით კატეგორიაში, ორში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. “თორის” სადროშოს წილად ხვდა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი.

ვინაიდან ტექნიკური უნივერსიტეტის ხრდოლის ცენტრის სახელით ასპარეზობდა სამი სხვადასხვა გუნდი, ამიტომ გუნდურ ჩათვლაში მათ მიერ მოპოვებული ქულები ცალ-ცალკე დაითვალა. მიუხედავად ამისა, საერთო გუნდურ ჩათვლაში “ხოგაის მინდის” სადროშოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა დაიკავა მეორე ადგილი და ამ მაჩვენებლით მხოლოდ “ხრიდოლის” ფედერაციის ყველაზე მრავალრიცხოვანი სადროშოს, “იბერიელი მგლების” მაჩვენებელს ჩამორჩა, რომელიც ასპარეზობაში 17 კლუბით მონაწილეობდა.
 
 

ასევე:

  • სტუ-ის ხრიდოლის გუნდმა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოუტანეს
  • მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა
  • ტექნიკური უნივერსიტეტის საბრძოლო კლუბის წევრებმა საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვეს
  • ორთაბრძოლების კლუბის წარმომადგენელმა საერთაშორისო ტურნირის მედალი აიღო
  • განათლების მინისტრმა ოლიმპიადაში გამარჯვებულები დააჯილდოვა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge