საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდა ირანის ისლამური რესპუბლიკის ქალაქ მარშდადის ფირდოუსის სახელობის უნივერსიტეტის დელეგაცია.
სტუმრები მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გია არაბიძემ. მან ირანელებს დაათვალიერებინა და გააცნო ენერგომომარაგების აუდიტის, მობიულური კავშირგაბმულობის, მაღალი ძაბვის, შნეიდერ ელექტრიკის ლაბორატორიები. სტუმრებმა დაათვალიერეს კორპუსში არსებული ბიბლიოთეკა.
აღსანიშნავია, რომ ფირდოუსის სახელობის უნივერსიტეტის 17 ფაკულტეტზე 20 000 სტუდნეტი სწავლობს.შეხვედარზე ისაუბრეს სტუდენტების გაცვლით პროგრამებზე და დასახეს ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.