16 ივნისს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი საქპატენტისა და USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI Economic Prosperity Initiative) პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ლექცია თემაზე: “ინტელექტუალური საკუთრების საფუძვლები და დაცვის მექანიზმები’’.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები. მომხსენებლები იყვნენ USAID-ის მიერ მოწვეული ამერიკელი ექსპერტი ინტელექტუალური საკუთრების დარგში და საქპატენტის წარმომადგენლები.
მსგავსი ღონისძიების ჩატარება იგეგმება ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტებში.