სტუ-სა და საქპატენტს შორის მემორანდუმი გაფორმდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-სა და საქპატენტს შორის მემორანდუმი გაფორმდა სტუ
12-11-2011, 00:32
11 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საქპატენტსა (ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი) და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის.

სტუ-სა და საქპატენტს შორის თანამშრომლობა მიმართულია უნივერსიტეტში კვლევითი და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობისა და განვითარებისკენ. მემორანდუმი მოიცავს მხარეთა შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრს. დოკუმენტის თანახმად, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, მხარეები განახორციელებენ ერთობლივ მიზნობრივ პროექტებს.

უნივერსიტეტის დაინტერესების შემთხვევაში, საქპატენტი უზრუნველყოფს უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტების წვდომას საქპატენტის ბაზებში არსებულ საპატენტო ინფორმაციასთან, უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი გამოგონებების ტექნიკის დონისა და სიახლის განსაზღვრას და ა. შ..

საქპატენტის დაინტერესების შემთხვევაში, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს საქპატენტის მიერ ორგანიზებულ სემინარებსა და კონფერენციებში უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტების მონაწილეობას. ასევე, უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, სტაჟირება გაიარონ საქპატენტში.

თანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებულია სხვა ერთობლივი ღონისძიებებიც.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სტუ-ის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა და "საქპატენტის" თავმჯდომარემ, ირაკლი ღვალაძემ.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - ,,საქპატენტი“ არის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში მოქმედი დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების სამართლებრივ უზრუნველყოფას; საქპატენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საპატენტო კანონის, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის, „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; საქპატენტს აქვს სიმბოლიკა, ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი, სავალუტო და სხვა სახის საბანკო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები; საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას საქპატენტი უფლებამოსილია, გასწიოს სახელმწიფო წარმომადგენლობა.
 
 

ასევე:

  • "საქპატენტში" საავტორო უფლებების დაცვის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
  • საქპატენტისა და USAID-ის ინიციატივის პროგრამის ფარგლებში სტუ-ში ლექცია ჩატარდა
  • ინტელექტუალური საკუთრების საკითხებზე სტუ-ში ლექცია მოისმინეს
  • სტუ-სა და ნოტარიუსთა პალატას შორის მემორანდუმი გაფორმდა
  • სტუ-სა და სტამბულის ფათიჰის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge