|
5-10-2011, 01:15
აშშ-ის საელჩოს ხელშეწყობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა პროფესორ ტიმოთი ტრეინერთან. ამერიკელმა პროფესორმა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ლექცია წაუკითხა ინტელექტუალური საკუთრების საკითხებზე, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სფეროში.
ლექციაზე ასევე განხილული იქნა ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის შესახებ ინფორმირების ინტერაქტიულ, ონლაინრეჟიმში მომუშავე პროგრამები. ლექცია საკმაოდ საინტერესოდ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ტიმოთი ტრეინერი არის კონსულტანტი ინტელექტუალური საკუთრების სფეროში. ტრეინერის კარიერა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში (IP) მოიცავს გამოცდილებას სახელმწიფო და კერძო სექტორში. 1980-იანი წლების ბოლოს, სამთავრობო სამსახურში ყოფნისას ის იყო აშშ-ის საბაჟოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის (IPR) ფილიალის ერთ-ერთი პირველი ადვოკატი. ტრეინერი საბაჟოზე მუშაობდა მებაჟეებთან ერთად და იღებდა დარღვევებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, გეგმავდა დირექტივებსა და წესებს და სავაჭრო წარმომადგენლის ოფისს კონსულტაციებს უწევდა ინტელექტუალური საკუთრების შემცველი საქონლის საბაჟო კონტროლის სფეროში. აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების ბიუროში ტრეინერი იყო სპეციალური რწმუნებული ინტელექტუალური საკუთრების (IP) უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის (მათ შორის ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების) საკითხებში, ამზადებდა და უზრუნველყოფდა ინტელექტუალური საკუთრების (IP) დაცვის სფეროში ტრენინგის პროგრამებს, მონაწილეობდა ორმხრივ სავაჭრო კონსულტაციებში და წარმოადგენდა აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების ბიუროს (USPTO) ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO).
კერძო სექტორში, ტრეინერი იყო ვაშინგტონის იურიდიული ფირმის წევრი და გაყალბებასთან ბრძოლის საერთაშორისო კოალიციის პრეზიდენტი (IACC; 1999-დან 2005 წლამდე). გაყალბებასთან ბრძოლის საერთაშორისო კოალიციაში ის იყო გაეროს ევროპის ინტელექტუალური საკუთრების (IP) უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე და ინტერპოლის ინტელექტუალურ დანაშაულთან ბრძოლის ჯგუფის წევრი. ტრეინერი მონაწილეობდა უცხოეთის ქვეყნების მრავალრიცხოვან ტრენინგპროგრამებში და მუშაობდა ეროვნულ კანონმდებლობაზე. 2005 წელს მან დააარსა ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის (IP) საკუთარი საკონსულტაციო ფირმა და მომხმარებელს მომსახურებას უწევს სავაჭრო ფირმების ლიცენზირების, ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის ზედამხედველობისა და კანონმდებლობის სფეროში. ის უზრუნველყოფს დახმარებას საბაჟოს, პოლიციის მუშაკთა, პროკურორებისა და მოსამართლეების ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის სფეროში ტრეინინგის მომცველ სხვადასხვა უცხოურ პროექტში.
2007 წელს ტრეინერმა დააარსა “გელექსი სისთემზ” (Galaxy Systems, Inc.), (www.galaxysystemsinc.com), რომლის ყურადღების ცენტრშია ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის (IP) შესახებ ინფორმირების ინტერაქტიული, ონლაინრეჟიმში მომუშავე პროგრამები. ტრეინერი არის წიგნის ,,ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის საბაჟო ზედამხედველობა” თანაავტორი, რომელიც ყოველწლიურად ახალი ინფორმაციით ივსება.
ამასთანავე, ის ამერიკის უნივერსიტეტის ვაშინგტონის იურიდიული კოლეჯის ადიუნქტ-პროფესორია. სრული პროფილისა და საქმიანობის გაცნობა შესაზლებელია ვებგვერდზე www.globalipsc.com. |
|