|
17-12-2010, 14:25
17 დეკემბერს ტექნიკური უნივერსიტეტის შეხვედრების ოთახში უკრაინის სამეცნიერო ტექნოლოგიური ცენტრის (უსტც) ინიციატივით გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელიც ითვალისწინებდა სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის შედეგების კომერციალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.
აღნიშნულ ღონისძიებაზე სპიკერებად მოწვეულნი იყვნენ უსტც-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ვიქტორ კორსუნი, მისი კონსულტანტი ტატიანა ილიაში, კიევის ინტელექტუალური საკუთრების ინსტიტუტის პრორექტორი პაველ ციბულიოვი, ხარკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის ტექნოლოგიების ტრანსფერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სერგეი პუგაჩი და პატენტმცოდნე (კოორდინატორი) ოლეგ ზალოჟენკოვი.
საქართველოს მხრიდან შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ უსტც-ის ლოკალური კოორდინატორი საქართველოში აკაკი ფეიქრიშვილი და ევროკომისიის საკონტაქტო პირი საქართველოში გივი ქოჩორაძე. |
|