სტუ-ში "Networking event"-ი გაიმართა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში "Networking event"-ი გაიმართა სტუ
4-07-2012, 00:46
27-28 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპრეზენტაციო დარბაზში გაიმართა ღონისძიება "Networking event" ევროკომისიის პროექტ GEO-RECAP (http://georecap.eu)-ის და საერთაშორისო ქსელის IDEALIST-is (http://ideal-ist.eu) ეგიდით. ღონისძიება მოიცავდა ე.წ. "Twinning meeting"-ს და ევროპულ ფონდებზე ორიენტირებული სადემონსტრაციო პროექტების წარდგენას. ღონისძიება ჩატარდა ევროკომისიის პროექტის GEO-RECAP (http://georecap.eu) კოორდინატორის, სტუ-ის ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სწავლული მდივნის, გიორგი გიორგობიანის, საქართველოში IDEALIST-ის ოფიციალური წარმომადგენლის, კვლევების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშემწყობი საერთაშორისო ცენტრის (www.icarti.ge) აღმასრულებელი დირექტორის საქართველოში FP7 ICT NCP — გივი ქოჩორაძის და სტუ ვლ. ჭავჭანიძის სახ. კიბერნეტიკის ინსტიტუტის სწავლული მდივნის, პროექტის GEO-RECAP თანაკოორდინატორის, გიორგი მუმლაძის ორგანიზებით.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს სტუ-ის რექტორის მოადგილემ ზურაბ გასიტაშვილმა და რუსთაველის ეროვნული ფონდის (www.rustaveli.org.ge) სამეცნიერო პროგრამების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა თედორე დოლიძემ. მოწვეული იყვნენ დოქტორი პიერ გისსე — ევროპული სამეცნიერო კონსორციუმ ERCIM-is (http://ercim.eu) ბრიუსელის ოფისის ხელმძღვანელი; პროფესორი ალექს გრიშინი და დოქტორი ჰანს ბერგქვისტი — შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტი (www.kth.se); დოქტორი ტოფიგ ბაბაევი — აზერბაიჯანის რეგიონალური ინოვაციური ტექნოლოგიების აკადემიის დირექტორი (www.rita.az); დოქტორები ვადიმ იაშენკოვი (საერთაშორისო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი) და სერგეი შუკაევი — უკრაინის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი (www.ntu-kpi.kiev.ua); დოქტორი ელენა ზამჟა — Informational Society Development Institute (www.idsi.md), მოლდოვა, პროფესორი ვახტანგ კვარაცხელია — სტუ-ის ნ.მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის (www.compmath.ge) დირექტორი; დოქტორი გიორგი გიორგობიანი — ევროკომისიის პროექტ GEO-RECAP (http://georecap.eu) -ის კოორდინატორი; დოქტორი რამაზ ქვათაძე — საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია "გრენას" აღმასრულებელი დირექტორი (http://grena.ge); დოქტორი თამაზ სულაბერიძე — სტუ-ის ვლ.ჭავჭანიძის სახ. კიბერნეტიკის ინსტიტუტის (www.cybernet.ge) დირექტორი; პროფესორი რევაზ გრიგოლია — სტუ-ის ვლ. ჭავჭანიძის სახ. კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; გიორგი მუმლაძე — სტუ-ს ვლ.ჭავჭანიძის სახ. კიბერნეტიკის ინსტიტუტის სწავლული მდივანი და სხვა რამდენიმე მოწვეული სტუმარი.

სტუმრებმა ისაუბრეს და წარმოადგინეს პრეზენტაციები, რომელთა მიზანი იყო თავიანთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის აღწერა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით, განვითარებისა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივების წარმოდგენა.
თვინინგის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია "მრგვალი მაგიდის გარშემო" სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის ცალკეულ ქვეყნებში — საქართველოში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და მოლდოვაში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების თაობაზე.

ღონისძიების მეორე დილის სესია მოიცავდა ევროკომისიის პროექტ GEO-RECAP -ის ფარგლებში მოქმედების სტრატეგიის განხილვას. სესიას უძღვებოდა დოქტორი პიერ გისსე. შუადღის სესიის პროგრამის თანახმად, გაიმართა სტუ-ის კიბერნეტიკის ინსტიტუტისა და გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ ევროპულ ფონდებზე ორიენტირებული სადემონსტრაციო პროექტების წარმოდგენა. სესიის ფორმატის თანახმად, პრეზენტაციაზე წარდგა პროექტები, რომლებიც მხარდაჭერილი იქნა ევროპული ფონდების მიერ, ან იმყოფებოდა მზადების პროცესში. გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.

დაწვრილებითი ინფორმაცია აღნიშნული ღონისძიებების შესახებ განთავსებული იქნება ევროკომისიის პროექტ GEO-RECAP -ის ოფიციალურ ვებგვერდზე http://georecap.eu

ღონისძიებების ორგანიზატორები მადლობას უხდიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, პირადად — რექტორ არჩილ ფრანგიშვილს ორგანიზებასთან დაკავშირებული ყველა ტექნიკური საკითხის მოგვარებაში დახმარებისთვის.
 
 

ასევე:

  • IEEE-ის ეგიდით საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა
  • ევროკომისიის პროექტთან დაკავშირებით ტრენინგი ტარდება
  • სტუ-ში კიბერნეტიკის ინსტიტუტის ღია სემინარი გაიხსნა
  • უკრაინის ტექნოლოგიური ცენტრის ინიციატივით მრგვალი მაგიდა გაიმართა
  • სტუ-ში GEO-RICAP პროექტის პირველი სხდომა ჩატარდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge