გიორგი ნიკოლაძის სახელობის მცირე სააქტო დარბაზში გაიხსნა კიბერნეტიკის ინსტიტუტის ღია სემინარი თემაზე: “თხევადი კრისტალები და მათი გამოყენება თანამედროვე საინფორმაციო სისტემებში”. მომხსენებელი - მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, გია პეტრიაშვილი.
კონფერენცია გახსნა სტუ-ის რექტორის მოადგილემ ზურაბ გასიტაშვილმა. “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გავეცნოთ კიბერნეტიკის ინსტიტუტის კვლევებს. ისინი საინჟინრო საქმეში უნდა იყოს გამოყენებული. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას მათემატიკის ინსტიტუტის წარმომადგენლები ესწრებიან. ტექნიკური უნივესრიტეტის რექტორის ინიციატივით, შემოერთებული ინსტიტუტების თანამშრომლების უარმაზარი პოტენციალი უნდა იყოს გამოყენებული კვლევებში, ხდებოდეს ერთობლივი შეხვედრები”, - განაცხადა მან.
მისი განცხადებით, სტუ-ის მაგისტრანტები და დოქტორანტები აღნიშნული უნივერსიტეტების სამეცნიერო მუშაობაში უნდა ჩაერთონ.
კიბერნეტიკის ინსტიტუტის დირექტორის, თამაზ სულაბერიძის განცახდებით, სასურველია, ასეთ ღონისძიებეს სტუდენტებიც დაესწრონ, რადგან როცა ისინი მიმართულებას ირჩევენ, ინფორმირებული უნდა იყვნენ მომავალი სპეციალობის შესახებ.
თემაზე - “თხევადი კრისტალები და მათი გამოყენება თანამედროვე საინფორმაციო სისტემებში” - პრეზენტაცია გია პეტრიშვილმა გამართა.