სტუდენტთა და მაგისტრანტთა სამეცნიერო საზოგადოება, ტ. შევჩენკოს სახ. კიევის ნაციონალური უნივერსიტეტი, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვ. გლუშკოვის სახ. კიბერნეტიკის ინსტიტუტი და უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემების ინსტიტუტი სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთათვის ატარებენ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას “კიბერნეტიკის თეორიული და გამოყენებითი ასპექტები”.
კონფერენცია ჩატარდება კიევში (უკრაინა), ტ. შევჩენკოს სახელობის კიევის ნაციონალურ უნივერსიტეტში, 2012 წლის 12-16 ნოემბერს.
კონფერენციაში მონაწილეთა სტატიები გამოქვეყნდება კონფერენციის შრომათა კრებულში და თითოეული მონაწილე მიიღებს გამოცემას.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაციისა და სტატიების წარდგენის ბოლო ვადა: 14.10.12