|
29-10-2010, 14:28
27 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უკრაინის სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის (STCU) ორგანიზებით სემინარი გაიმართა. სემინარი ეძღვნებოდა საქართველოში მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმებს, მეცნიერების კომერციალიზაციასა და საქართველოს მეცნიერების კონკურენტუნარიანობას მსოფლიო ბაზარზე. სხდომის სპიკერებმა STCU–ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, ვიქტორ კორსუნს (რომელიც სხდომას უძღვებოდა), წინასწარ გაუგზავნეს ე. წ. SWOT-ანალიზი, რომელშიც წარმოდგენილი იყო მათი შეხედულებები საქართველოში მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, სემინარზე SWOT-ანალიზების განხილვა მოეწყო.
28 ოქტომბერს სემინარი განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. საქართველოს სავაჭრო პალატის დახმარებით, ტექნიკურ უნივერსიტეტში მოწვეული ბიზნესის წარმომადგენლები მეცნიერებს შეხვდნენ. უნივერსიტეტის კომერციალიზაციის დეპარტამენტმა შერჩეულ საპროექტო წინადადებები წარმოადგინა. მეცნიერებმა ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნეს თავიანთი ნოუ-ჰაუ, საქმიანი წინადადებები და იდეები. |
|