10 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროექტ „LOGMOS“-ის ფარგლებში, გაიხსნა საერთაშორისო სემინარი ინტერმოდალურ ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში, რომელსაც უძღვებიან გერმანიის წამყვანი უნივერსიტეტები.
სემინარის მიზანია, მონაწილეებს გააცნოს მოწინავე ლოგისტიკისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროში არსებული ევროპული პრაქტიკა და ეფექტური კონცეფციები და ასევე, მათ პრაქტიკულ გამოყენებასთან დაკავშირებული ტრასეკას რეგიონში.
ღონისძიებას აფინანსებს ევროკომისია.
სემინარი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 12 აპრილს დასრულდება.