ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს აღნიშნავს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს აღნიშნავს კულტურა, სპორტი
7-07-2011, 00:52
დღეს, 7 ივლისს, ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს აღნიშნავს. სახარების თანახმად, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მშობლები მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი იყვნენ. იოანე მათ სიბერის ასაკში შეეძინათ. იერუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურების აღსრულებისას ანგელოზმა ამცნო მღვდელმთავარ ზაქარიას, რომ ვაჟი შეეძინებოდა და იოანეს უწოდებდა.

ჯერ კიდევ ყრმობის ასაკიდან იოანე უდაბნოში იზრდებოდა. იოანე ნათლისმცემელი, სახარების თანახმად, იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედი იყო, რომელმაც მესიის (ქრისტეს) მოსვლა იწინასწარმეტყველა. ცხოვრობდა უდაბნოში, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველის ელიას მსგავსად, ამხელდა საზოგადოების ბიწიერებას და მოუწოდებდა მონანიებისკენ. მონათლა მრავალი ებრაელი, აგრეთვე იესო ქრისტე მდინარე იორდანეში.

იოსებ ფლავიუსის (ახ. წ. I საუკუნე) ცნობით, იოანე ნათლისმცემელი ჰეროიდე I-ის (I საუკუნის I ნახევარი) თანამედროვე იყო. ჰეროდემ თავისი საყვარლის, ჰეროდიადას საამებლად იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩასვა, შემდეგ კი თავი მოაკვეთინა.

სინამდვილეში, იოანე ნათლისმცემლის კულტი ქრისტიანობაში უფრო ძველი უნდა იყოს.

იოანე ნათლისმცემლის თემა აისახა მხატვრობასა (ა. ვეროკიო, ლეონარდო და ვინჩი, პ. ბრეიგელი, ა. ივანოვი) და ქანდაკებაში (დონატელო, ო.როდენი და სხვები). შუა საუკუნეების ხატწერაში იოანე ნათლისმცემელი ვედრების (ქრისტე, ღვთისმშობელი, იოანე ნათლისმცემელი) კომპოზიციის ერთ-ერთი აუცილებელი ფიგურა იყო.
 
 

ასევე:

  • ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს აღნიშნავს
  • 11 სექტემბერი იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეა
  • 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე აღინიშნება
  • მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
  • 29 ოქტომბერი ასურელი მამების ხსენების დღეა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge