მოსწავლეთა ფიზიკის ნაკრები საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრა » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

მოსწავლეთა ფიზიკის ნაკრები საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრა ---
8-07-2011, 15:20
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეთა ფიზიკის ნაკრები საერთაშორისო ოლიმპიადა 2011-ზე გაემგზავრა. საქართველოს წარგზავნილები ტაილანდის დედაქალაქში ფიზიკის 42-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ჩვენი ქვეყნის სახელს დაიცავენ.

ბანგკოკში საერთაშორისო ოლიმპიადა ოფიციალურად 10 ივლისს გაიხსნება და 8 დღე გაგრძელდება. მონაწილე გუნდებს როგორც თეორიული, ასევე ექსპერიმენტული ამოცანების ამოხსნა მოუწევთ.

საქართველოს ნაკრების 5 მოსწავლესთან ერთად ტაილანდში მწვრთნელთა 3 კაციანი შემადგენლობაც გაემგზავრა. ისინი მონაწილეობას მიიღებენ საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობასა და ქართველი მოსწავლეებისთვის ამოცანების თარგმნაში.

საერთაშორისო ოლიმპიადა 2011-სთვის საქართველოს ნაკრები გუნდების მომზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა უზრუნველყო. ფიზიკოსების გარდა, საქართველოს სახელით საერთაშორისო ოლიმპიადებში მათემატიკის, ინფორმატიკისა და ბიოლოგიის ნაკრები გუნდებიც მიიღებენ მონაწილეობას. ისინი ჰოლანდიაში, ტაივანსა და ტაილანდში რამდენიმე დღეში გაემგზავრებიან.

ოთხივე ნაკრებმა ოლიმპიადებისთვის ერთთვიანი სპეციალური მომზადება საერთაშორისო კომიტეტების მიერ დადგენილი სტანდარტებით გაიარა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებათა მოსწავლეებს შორის ტარდება, სამინისტრო რამდენიმე წელია წარმატებით ახორციელებს. მიმდინარე წელს ოლიმპიადებში მონაწილეთა უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა, შესაბამისად, გაიზარდა წარმატებულ მოსწავლეთა რიცხვი და მიღწეული შედეგები. სამინისტრო ასევე ახორციელებს გამარჯვებულ მოსწავლეთა წახალისების სხვადასხვა პროგრამებს, ერთ-ერთი , სწორედ, მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადებში წარგზავნაა, საიდანაც ჩვენი ნაკრებების წევრები მაღალი შედეგებით, შესაბამისი მედლებითა და სიგელებით ბრუნდებიან.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მზადება დაიწყო
  • ნორჩ მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადა ფინალისტთა დაჯილდოებით დაიხურება
  • წარმატებულ მოსწავლეებს კერძო სკოლებში სწავლის საშუალება მიეცემათ
  • ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 13-14 მარტს ჩატარდება
  • ქართველი მოჭადრაკეები ოლიმპიადაზე გაემგზავრნენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge