|
20-07-2011, 00:21
დღეს, 20 ივლისს, ქობულეთში, პირველ ხუთვარსკვლავიან ქართულ ბრენდ "ჯორჯია პალასში", გაიმართება საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი "ჯორჯია პალასის" თასზე.
ტურნირი ტარდება ქართველთაგან პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი გამარჯვებული (2003 წლის) ევროპის ჩემპიონის, საერთაშორისო დიდოსტატის, ზურაბ აზმაიფარაშვილის ორგანიზატორობით. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, აზერბაიჯანის, სასომხეთის და სინგაპურის მოჭადრაკეები. ტურნირი დასრულდება 25 ივლისს. |
|