|
28-07-2011, 02:01
ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, სტუდენტების ეპარქიაში მოვლინების გამო, მადლობას უხდის. როგორც მთავარეპისკოპოსი სტეფანე სტუ-ის რექტორ არჩილ ფრანგიშვილს მადლობის წერილში სწერს, სტუდენტების დახმარებით ეპარქიაში მრავალი სასიკეთო საქმე გაკეთდა.
მთავარეპისკოპოსი აღნიშნავს, რომ მომავალშიც სიამოვნებით მიიღებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს.
შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით და სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, სტუ-ის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული 6 რაზმი (60-ზე მეტი სტუდენტი), საქართველოს სხვადასხვა ეპარქიაში მონასტრების აღდგენით სამუშაოზე გაემგზავრა. სტუდენტებმა 10 დღის განმავლობაში იმუშავებს ლასურიაშის, ცაგერის, აბასთუმანის, თეთრიწყაროს და მანგლისის მონასტრებში. აღნიშნული ღონისძიება ტრადიციული ხასიათისაა და მსგავსი პროექტების განხორციელება მომავალშიც იგეგმება. |
|