საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს.
სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით 14 ივნისის დილიდანვე მოხდა სტუდენტური რაზმების მობილიზება და სტუ-ს სტუდენტები რამოდენიმე დღეა აქტიურად არიან ჩართული და შეძლებისდაგვარად ცდილობენ დახმარება გაუწიონ დაზარალებულ მოსახლეობას და მონაწილოება მიიღონ დედაქალაქის გაწმენდით სამუშაოებში.
სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის გადაწყვეტილებით გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახების დასახმარებლად ქ. თბილისის მერიის შესაბამის ფონდში გადაირიცხება 2 000 ლარი რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცა „სტუდენტური დღეები 2015“-ში გამარჯვებისათვის.
სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა კიდევ ერთხელ დიდ მადლობას უხდის თითოეულ სტუდენტს ვინც ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით აქტიურად იყო ჩართული სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების პროცესში თუ ქალაქის დასუფთავების აქციაში.