|
8-09-2011, 23:05
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ”ჯეოსელი” ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სტუდენტურ აქციას იწყებს. საქართველოს რეგიონებში არსებულ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა სტუდენტები ჯეოსელკონექტს სპეციალურ ფასად (59 ლარი, ნაცვლად 79-ისა) შეიძენენ, მიიღებენ 1 გბ მობილურ ინტერნეტტრაფიკს უფასოდ და ისარგებლებენ მობილური ინტერნეტის შეღავათიანი ტარიფით (1მგ 0.1 ლარი).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და კომპანია ”ჯეოსელის” საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ირმა ცქიტიშვილმა, სტუდენტურ აქციასთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართეს.
ახალგაზრდებში ჯეოსელის უსადენო ინტერნეტმოდემი, ჯეოსელკონექტი, დიდი პოპულარობით სარგებლობს. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ერთობლივი აქციის ორგანიზება.
სურგულაძის განცხადებით, აქცია ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის ნაყოფიერების ამაღლებას, რადგან სტუდენტები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ნებისმიერ დროს, უზრუნველყოფილნი იქნებიან მაღალი სიჩქარის ინტერნეტით. mes.gov.ge |
|