საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური ლიტერატურულ კონკურს „შემოდგომის ლეგენდა 2013“-ის დაწყებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კომპანია “ჯეოსელის” წარმომადგენლები სტუდენტური კონკურსის პირობებსა და სიახლეებზე ისაუბრებენ.
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტია. მისი მიზანი ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და მათთვის გზის გაკვალვაა.
საქართველოს ტექნიკური უნივერიტეტი პროექტში მესამე წელია მონაწილეობს.