„შემოდგომის ლეგენდა 2013“-ის დაწყებასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

„შემოდგომის ლეგენდა 2013“-ის დაწყებასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა სტუ
24-09-2013, 16:49
„შემოდგომის ლეგენდა 2013“-ის დაწყებასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტური ლიტერატურულ კონკურს „შემოდგომის ლეგენდა 2013“-ის დაწყებასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კონკურსის პირობებსა და საიუბილეო წელთან დაკავშირებულ სიახლეებზე ისაუბრეს.

როგორც სტუდენტებთან შეხვედრისას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, მარიამ სეხნიაშვილმა და ნინო კალანდიამ განაცხადეს, სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი წელს მეხუთედ ტარდება. ეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტია. მისი მიზანი ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და მათთვის გზის გაკვალვაა. გასული წლების “შემოდგომის ლეგენდის” მონაწილეები ლიტერატურული პრემიების ლაურეატები და წიგნების ავტორები არიან. მათი მოთხრობების მიხედვით შეიქმნა რადიოსპექტაკლი, გადაიღეს ფილმი.

ლიტერატურული კონკურსი სტარტს 16 სექტემბერს აიღებს და ორ ეტაპად ჩატარდება: პირველი ეტაპი შიდა შესარჩევი ტურია. მსურველებმა 6 ოქტომბრის ჩათვლით ელფოსტაზე – shemodgomis-legenda@tsu.ge – უნდა გაგზავნონ პროზაული ნაშრომი (ან ნაწყვეტი) ნაბეჭდი სახით, არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი თაბახის გვერდისა. ჟანრი და თემა შეუზღუდავია; გარდა ამისა, უნდა გაგზავნონ შევსებული ანკეტა, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზეა (www.tsu.edu.ge) განთავსებული.

უნივერსიტეტის ჟიური შიდა შესარჩევ ტურში გამოავლენს ათ საუკეთესო მონაწილეს, რომლებიც მეორე ტურში გადაინაცვლებენ და მთავარი კონკურსის – იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან. კონკურსის ფინალი წინანდალში, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმში ჩატარდება. ფინალისტები ჟიურის მიერ მიწოდებულ თემაზე რვა საათის განმავლობაში ახალ ნაწარმოებებს შექმნიან.

თსუ-ის ფულად პრემიასა და კომპანია "ჯეოსელის" პროზებს გამარჯვებული სამეული მიიღებს: I ადგილი – 1 000 ლარი და კონკურსისი სიმბოლო, II ადგილი – 700 ლარი, III ადგილი – 500 ლარი.

როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, პროექტში წელს სიახლეა. ტრადიციულ სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსს ონლაინმარათონი დაემატა. იმპროვიზაციული ტურში მონაწილეობის უფლება მიეცემა ყველა მონაწილეს, მიუხედავად იმისა, გადალახავს თუ არა იგი პირველ ეტაპს. კონკურსის მონაწილეებს ნაწარმოების შექმნა ონლაინრეჟიმში შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ კონკურსი წელს მეხუთედ ტარდება. საიუბილეო წელს მიეძღვნება 5 წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული ნაწარმოებების ერთიანი ბროშურა, რომელიც ყველა მსურველს საჩუქრად გადაეცემა.

ლიტერატურული კონკურსი 2009 წელს იყალთოში, 2010 წელს ყვარლის ტბაზე გაიმართა, 2011 წელს კონკურსს ლოპოტას ტბამ უმასპინძლა; რიგით მეოთხე ლეგენდა ქართულ შატოში ჩატარდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროექტში მესამე წელია მონაწილეობს.
„შემოდგომის ლეგენდა 2013“-ის დაწყებასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა
 
 

ასევე:

  • „შემოდგომის ლეგენდა 2013“-ის დაწყებასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართება
  • სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი – შემოდგომის ლეგენდა 2014
  • სტუ-ის სტუდენტები ლიტერატურულ კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას
  • სტუ-ის სტუდენტები კონკურს "შემოდგომის ლეგენდაში" მიიღებენ მონაწილეობას
  • "შემოდგომის ლეგენდასთან" დაკავშირებით სტუ-ში პრეზენტაცია გაიმართება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge