პრეზიდენტი უმაღლესი ქულების მქონე სტუდენტებს შეხვდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

პრეზიდენტი უმაღლესი ქულების მქონე სტუდენტებს შეხვდა სიახლე
12-09-2011, 20:47
საქართველოს პრეზიდენტმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ერთად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ათ სტუნდეტს საკუთარ ვენახში უმასპინძლა. მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა, პროფესიული წინსვლა უსურვა და საჩუქრად საქართველოში დამზადებული მაღალი ხარისხის პორტატული კომპიუტერები გადასცა. შეხვედრა არაფორმალურ გარემოში მიმდინარეობდა - სტუდენტებმა პრეზიდენტთან ერთად მწვადიც შეწვეს.

როგორც დიმიტრი შაშკინმა აღნიშნა, 2011 წლის გამოცდებმა აჩვენა, რომ აბიტურიენტთა მომზადების დონე გასულ წლებთან შედარებით გაცილებით მაღალი იყო, რაც განათლების სფეროში განხორციელებულმა რეფორმებმა განაპირობა.

წელს საუკეთესო შედეგების მქონე ათივე სტუდენტმა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მათემატიკის ფაკულტეტებზე ჩააბარა, ხოლო ზოგადი მონაცემების მიხედვით, აბიტურიენტთა საერთო რაოდენობის 40 პროცენტი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით ჩაირიცხა. წინა წლებთან შედარებით საინჟინრო ფაკულტეტებზე მოთხოვნა 102 პროცენტით, ხოლო ზუსტ და საბუმებისმეტყველო ფაკულტეტებზე - 43 პროცენტით გაიზარდა.

გაიზარდა მოთხოვნა უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზეც, სადაც წელს საკმაოდ დიდი კონკურსი იყო - თითო ადგილზე შვიდი განაცხადი.

შეიცვალა სახელმწიფო დაფინანსების სისტემაც. გრანტების 80 პრცოცენტი სწორედ საინჟინრო და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებზე გადანაწილდა.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • ნოემბერში ფასები ყველაზე მეტად განათლებაზე გაიზარდა
  • წინასწარი მონაცემებით, კონკურსს 3000 აბიტურიენტი გამოეთიშა
  • საუკეთესო შედეგების მქონე პედაგოგები დასაჩუქრდნენ
  • ყველაზე მეტი აბიტურიენტი სტუ–ის ფაკულტეტებზე დარეგისტრირდა
  • ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლების მიღების წახალისება გრძელდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge