წინასწარი მონაცემებით, კონკურსს 3000 აბიტურიენტი გამოეთიშა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

წინასწარი მონაცემებით, კონკურსს 3000 აბიტურიენტი გამოეთიშა სიახლე
4-08-2010, 23:03
გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე 36 500-მდე აბიტურიენტიდან, წინასწარი მონაცემებით, კონკურსს 3000 გამოეთიშა. ამის შესახებ მიმინოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, წინა წლებთან შედარებით, წელს აბიტურიენტთა საერთო მომზადების დონე გაუარესდა.

"14 ათასი აბიტურიენტიდან, რომლებმაც მათემატიკა აირჩიეს, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტთა 34%-მა ვერ გადალახა, ფიზიკა მხოლოდ 81-მა აბიტურიენტმა აირჩია, თუმცა მათგან 58%-მა ვერ ჩააბარა. ქიმიის გამოცდაში კი 465 აბიტურიენტიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 38%-მა ვერ გადალახა", - აღნიშნა მიმინოშვილმა.

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სამი არჩევითი გამოცდის შედეგებიც გამოაქვეყნა. მიმინოშვილის ინფორმაციით, ყველა გამოცდის შედეგები სრულად 8-10 აგვისტოს გახდება ცნობილი, ხოლო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულთა სია აგვისტოს ბოლოს გამოაქვეყნდება.
 
 

ასევე:

  • ეროვნული გამოცდების პირველადი ჩარიცხვების შედეგები ხვალ გახდება ცნობილი
  • სასერთიფიკაციო გამოცდა მასწავლებელთა 89 პროცენტმა ვერ ჩააბარა
  • გამოცდის პირველ სესიაზე 335 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა
  • რანჟირებული სია






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge