|
5-12-2009, 22:16
/ipn/მიმდინარე წლის ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასები ყველაზე მეტად განათლებაზე გაიზარდა. სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, განათლების სფეროში ფასის ზრდამ 48.2 პროცენტი შეადგინა. ფასის მატების თვალსაზრისით მეორე ადილზეა კაფეების, ბარებისა და რესტორნების მომსახურება – 4.4 პროცენტი. სურსათსა და ულკოჰოლო სასმელებზე ფასი ერთ წელიწადში 3.1 პროცენტით გაიზარდა; ჯანდაცვის სფეროში – 3.4 პროცენტით; ტრანსპორტის მომსახურებაზე – 2.6 პროცენტით; კავშირგაბმულობის სფეროში კი – 2.3 პროცენტით. 2009 წლის ნომებერში, წინა წლის ნოემბერთან შედარებით, 8.2 პროცენტით ფასის კლება დაფიქსირდა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე; 5.2 პროცენტით დაიკლო ფასმა საცხოვრებელ სახლზე, წყალზე, ელექტრონერგიაზე, აირსა და სათბობის სხვა სახეებზე, ხოლო 1.5 პროცენტით შემცირდა ავეჯის, საოჯახო ნივთების, მორთულობისა და სახლის მოვლა-შეკეთების ფასი. მთლიანად, მიმდინარე წლის ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასები 2.7 პროცენტით გაიზარდა. |
|