|
25-11-2009, 14:20
კომპანია “სკაიპის” აქციების 70 პროცენტი გაიყიდა. ამერიკულმა კომპანია “ებეიმ”, რომელიც ინტერნეტაუქციონების მოწყობითაა დაკავებული, “სკაიპის” აქციების 70 პროცენტი გაყიდა. აქციები იყიდა კერძო ინვესტორების ჯგუფმა: “ანდრესენ ჰოროვიცმა”, “სილვერ ლეიქმა” და “ჯოლტიდმა”. კომპანია “ჯოლტიდი” თავად “სკაიპის” შემქმნელებს, ნიკოლას ზენესტრემსა და იანუს ფრისს ეკუთვნით. “ებეიმ” მფლობელობაში დაიტოვა აქციების 30 პროცენტი. კომპანიამ “სკაიპი” 2005 წელს 2,6 მილიარდ დოლარად იყიდა. “ჯოლტიდს” კი, სკაიპის შემქმნელს, ეკუთვნის ზოგიერთი ტექნოლოგიის უფლება, რომელიც ამ პოპულარული ინტერნეტსერვისის პროგრაულ უზრუნველყოფაშია ჩადებული. სექტემბერში გახდა ცნობილი, რომ “ჯოლტიდმა” “ებეის” წინააღმდეგ სასამართლიოში სარჩელი შეიტანა, თუმცა ნოემბერში მხარეებმა შეთანხმების მიღწევა შეძლეს. |
|