|
4-01-2011, 23:17
2011 წელს იტალიური კომპანია "ფიატი" ამერიკულ ავტომწარმოებელ "ქრისლერში" თავისი წილის საკონტროლო პაკეტამდე გაფართოებას გეგმავს.
"ვფიქრობ, ეს შესაძლებელია. ჯერჯერობით დაზუსტებით ვერ ვიტყვით, მაგრამ ჩვენ შეგვეძლება წილის 50 %-ზე გადაჭარბება, თუ "ქრისლერი" 2011 წელს ბაზარზე აქციების გამოტანას გადაწყვეტს", _ განუცხადა ჟურნალისტებს "ფიატის" აღმასრულებელმა დირექტორმა სერჟიო მარკონემ. |
|