ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლების მიღების წახალისება გრძელდება » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლების მიღების წახალისება გრძელდება სიახლე
17-02-2012, 22:01
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული პროგრამა, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების წახალისებას გულისხმობს გრძელდება.

2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელი და სომეხი აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვისას სპეციალური კვოტებით ისარგებლებენ - ისინი მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდას მშობლიურ ენაზე (აზერბაიჯანულად და სომხურად) ჩააბარებენ და მოსამზადებელ ფაკულტეტებზე ჩაირიცხებიან. ერთი წლის განმავლობაში ეს სტუდენტები ინტენსიურად ქართულ ენას შეისწავლიან და შემდეგ წელს სასურველ ფაკულტეტზე, უკვე უმაღლესი განათლების მისაღებად გააგრძელებენ სწავლას.

მეთორმეტეკლასელი აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეების რეგისტრაციის პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის №64 საჯარო სკოლაში დაესწრო.

პროგრამა გასულ წელს სრულფასოვნად ამოქმედდა და მის ფარგლებში 300-მდე სტუდენტმა მხოლოდ ზოგადი უნარები მშობლიურ ენაზე ჩააბარა. 2011-2012 სასწავლო წლიდან ეს სტუდენტები უკვე აკადემიურ პროგრამებზე სასურველ ფაკულტეტებზე აგრძელებენ სწავლას. 2010 წელს ამ პროგრამით მხოლოდ სამმა აბიტურიენტმა ისარგებლა.

ახალი პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტები დაფინანსებას ზოგად უნარებში აღებული ქულების მიხედვით იღებენ და ეს დაფინანება აკადემიურ პროგრამებზეც მიჰყვებათ.

უმაღლესი განათლების მიღების წახალისების პროგრამა ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელთა სრულყოფილი განათლებისა და თვითრეალიზების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს. სახელმწიფო ენის ცოდნა და ამ ენაზე უმაღლესი განათლების მიღება ბევრად უმარტივებს არაქართულენოვან მოსახლეობას საკუთარ ქვეყანაში წარმატებული კარიერის შექმნას. ამ ფაქტზე ისიც მეტყველებს, რომ ყოველდღიურად იზრდება მომავალი თაობის ინტერესი დაეუფლონ სახელმწიფო ენას და ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულ ენაზე ჩააბარონ.
 
 

ასევე:

  • პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საყურადღებოდ
  • უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შედის
  • პრეზიდენტი უმაღლესი ქულების მქონე სტუდენტებს შეხვდა
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა
  • უმაღლეს სასწავლებლებში ინგლისური ენის სწავლება სავალდებულო ხდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge