|
11-10-2011, 01:05
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ავიაკომპანია ,,აირზენას’’ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ გაიაშვილმა კონკურსის ”გახდი ავიატორი” გამარჯვებულებს პრიზები და სიგელები გადასცეს. დაჯილდოების ცერემონია საავიაციო უნივერსიტეტში ავიაშოუთი გაიხსნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ავიაკომპანია ”აირზენა-ჯორჯიან ეარვეისთან” ერთად კონკურსი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა და მასში 25 რაიონის 250- მდე სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მოზარდებმა თვითმფრინავის მოდელები და ნახატები წარმოადგინეს.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ როგორც ჯგუფურ, ასევე ინდივიდუალურ ნამუშევრებში. საპრიზო ადგილების გარდა ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის დაწესებული იყო სპეციალური პრიზები. გამარჯვებულ მოსწავლეებს საგანგებოდ მათთვის დამზადებული ასაწყობი თვითმფრინავის მოდელები, ფულადი ჯილდოები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სპეციალური პრიზით დააჯილდოვა ქუთაისის ბავშვთა სახლის ნორჩი ავიატორები. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა საავიაციო უნივერსიტეტიც დაათვალიერეს. mes.gov.ge |
|