|
3-10-2010, 02:55
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავიაკომპანია ”აირზენა-ჯორჯიან ეარვეისთან” ერთად მთელი საქართველოს მასშტაბით იწყებს ახალ კონკურსს ”გახდი ავიატორი”.
კონკურსის მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, ავიაციის სფეროს პოპულარიზაცია და მასში რაც შეიძლება ბევრი მოზარდის ჩართვა. კონკურსის შედეგად გამოვლინდება საუკეთესო ინდივიდუალური და გუნდური პროექტები. კონკურსი უფასოა და მასში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს სკოლის ნებისმიერი კლასის მოსწავლეს. წარმოდგენილ მოდელებსა და ნახატებს შეაფასებს და გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური.
კონკურსის ფარგლებში კომპანია ”აირზენა ჯორჯიან ეარვეისის” წარმომადგენლები სკოლებში შეხვდებიან მოსწავლეებს და დეტალურად აუხსნიან მათ კონკურსის პირობებს.
კონკურსის განმავლობაში ავიაკომპანია უზრუნველყოფს საინფორმაციო შეხვედრებს პილოტებთან, ბორტგამცილებლებთან, ავიატექნიკოსებთან.
გამარჯვებულებს გადაეცემათ კომპანიის და სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები.
როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ განაცხადა, ” მსგავსი კონკურსების ჩატარება მნიშვნელოვანია, რადგან ის მოზარდებს ეხმარება თავიანთი მრავალმხრივი შესაძლებლობების გამოვლენაში”.
აღნიშნულ კონკურსი პირველად 2007-2008 სასწავლო წელს ჩატარდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა სკოლებიდან მთელი საქართველოს მასშტაბით. კონკურსში “გახდი ავიატორი“ მონაწილეობა მიიღო ასზე მეტმა მოსწავლემ. მათ შექმნეს თვითმფრინავის მოდელები, დახატეს ნახატები და გამოთქვეს სურვილი, რომ თავიანთი მომავალი პროფესია სწორედ ავიაციას დაუკავშირონ. ორმა კონკურსანტმა საავიაციო ინსტიტუტში ჩააბარა. mes.gov.ge |
|