წმ. გიორგის სახელობის ეკლესიისადმი მიძღვნილი მონეტა გამოვიდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

წმ. გიორგის სახელობის ეკლესიისადმი მიძღვნილი მონეტა გამოვიდა სიახლე
21-11-2009, 21:36
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულის მუზეუმში გიორგობის დღესასწაულის აღსანიშნავად მოჭრილი ვერცხლის მონეტების პრეზენტაცია გამართა. 10 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტის გამოშვება ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას მიეძღვნა.
ვერცხლის მონეტა ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მელაშვილმა წარადგინა.
საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეში აფხაზეთში, სოფ. ილორის (ოჩამჩირის რაიონი) შუაგულში XI საუკუნეში აგებული ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სალოცავ ადგილს წარმოადგენს. ეკლესიის კედლებზე განთავსებულია რამდენიმე ძველი ქართული წარწერა, შესრულებული სხვადასხვა თაობის მართლმორწმუნე ქართველების მიერ.
10-ლარიანი ნომინალის ვერცხლის მონეტები საქართველოს ეროვნული ბანკის დაკვეთით ფინეთის ზარაფხანაში მოიჭრა. მონეტის დიზაინის ავტორები არიან მამუკა გონგაძე (რევერსი) და თემურ აფხაძე (ავერსი). მონეტის ავერსის დიზაინის კომპოზიციას წარმოადგენს იტალიელი ბერის ქრისტოფორო დონ კასტელის მიერ XVII საუკუნეში გაკეთებული ჩანახატები - ილორის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, სოფელი ილორი, მხედრები. კომპოზიციას ფონად გასდევს კავკასიონის ქედი. მონეტის დიზაინის დაბალ მარჯვენა კუთხეში განთავსებულია წარწერა “საქართველო" და გამოშვების წელი “2009". მონეტის რევერსზე, შუაგულში, გამოსახულია წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დღევანდელი სახით, ხოლო მის ქვედა ცენტრალურ ნაწილში _ ეკლესიის აშენების თარიღი _ XI-ს. მონეტის წრის მარცხენა კუთხეში მოთავსებულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი 10 და წარწერა “ლარი", ხოლო წრის ზედა ნაწილში გამოსახულია საქართველოს გერბი და წარწერა “ილორი".
ამ ეტაპზე მოჭრილია 1500 ცალი ვერცხლის მონეტა, რომლის შეძენა შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში.
1995 წლიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სულ 8 სახის საკოლექციო მონეტა გამოუშვა, მათ შორისაა “ოქროს საწმისის" საინვესტიცო დანიშნულების მონეტა.
 
 

ასევე:

  • "ქვაშვეთის ტაძრის საიუბილეოდ" გამოფენა გაიმართება
  • ტაბაკინის წმინდა გიორგის მამათა მონასტერს დახმარება სჭირდება
  • ეკლესია წმინდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს
  • ახაშენში ღვთისმშობლის ფრესკა აღმოაჩინეს
  • ხელნაწერთა ცენტრში "თეთრი გიორგის" წყაროებზე მოხსენებას მოისმენენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge