ტაბაკინის წმინდა გიორგის მამათა მონასტერს დახმარება სჭირდება » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ტაბაკინის წმინდა გიორგის მამათა მონასტერს დახმარება სჭირდება კულტურა, სპორტი
13-12-2009, 00:31
VII საუკუნის ტაბაკინის წმინდა გიორგის მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა იაკობი (ჭოხონელიძე) საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს. მიმართვაში აღნიშნულია, რომ ზამთრის პერიოდთან დაკავშირებით, მონასტერს ესაჭიროება საკვები პროდუქტისა და სხვა საჭირო მასალის შეძენა.
მონასტრის წინამძღვარი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. "ზამთრის პერიოდთან დაკავშირებით, მონასტერს ესაჭიროება საკვები პროდუქტისა და სხვა საჭირო მასალის შეძენა. მოკრძალებით გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში და შემოგვწიროთ თანხა შეძლებისდაგვარად. მიუთითეთ იმ პიროვნებების სახელები, რომელთა მოხსენიებაც გსურთ მონასტერში აღვლენილ ლოცვებში", _ ნათქვამია მიმართვაში.
VII საუკუნის ტაბაკინის წმინდა გიორგის მამათა მონასტრი ქალაქ ზესტაფონიდან 8 კილომეტრის დაშორებით, მდინარე აჯამურის ხეობაში მდებარეობს. მონასტერი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ზემო იმერეთის სულიერებისა და კულტურის ძლიერ ცენტრს. 1992 წელს მონასტერში აღდგა წირვა-ლოცვა, შეიკრიბა ძმობა, რომელთა შრომითა და მრავალი ადამიანის დახმარებით მოხერხდა 12 მოციქულის სახელობის მცირე ტაძრის, ხის სენაკების, სატრაპეზოს და დამხამერე ნაგებობების მშენებლობა და აღჭურვა.
რეკვიზიტები: ს.ს. "საქართველოს ბანკის" ცენტრალური ფილიალი (კოდი 220101502); მიმღების დასახელება: ტაბაკინის წმინდა გიორგის მონასტერი; მიმღების ანგარიშის ნომერი: 150822800; ; www.tabakini.ge E-mail: tabakini@gmail.com ; საკონტაქტო ტელეფონები: 899 50-48-61; 893 66-31-77.
 
 

ასევე:

  • დოდოს რქის მონასტერს რეაბილიტაცია უტარდება
  • პატრიარქი მაცხოვრის საფლავზე ღამისთევის ლოცვას აღავლენს
  • წმ. გიორგის სახელობის ეკლესიისადმი მიძღვნილი მონეტა გამოვიდა
  • "ქვაშვეთის ტაძრის საიუბილეოდ" გამოფენა გაიმართება
  • მართლმადიდებელი ეკლესია პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამათა კვირას აღნიშნავს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge