საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსში SENS-ERA-ს პროექტის ფარგლებში სემინარი მიმდინარეობს. წარმოდგენილია მოხსენებები თემებზე: “ნანოტექნოლოგიების განვითარების პერსპექტივები”, “ელექტრონიკა გუშინ და დღეს”, “ლაზერული ოპტიკა” და სხვ.
სემინარს ესწრებიან უცხოეთის უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები - კრენფილდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ჯერემი რამსდენი, პირეუსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი მარია რანგოუსი, კარდიფის უნივერსიტეტის პროფესორი ჯილ ბრენდონი, გედიმანას რამანაუსკასი, ოლივერ რეისნერი, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
სემინარი ორდღიანია. უცხოელი პროფესორების სტუმრობის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტზე არსებული ლაბორატორიების დათვალიერება, ექსკურსია თბილისში და სხვა კულტურული ღონისძიებები.