|
29-02-2012, 12:24
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინის განცხადებით, 20 მარტიდან დაიწყება ათასლარიანი ვაუჩერების დარიგება. შაშკინის თქმით, ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა, თვითონ შეარჩიონ პროფსასწავლებელი, ისწავლონ და გახდნენ პროფესიონალები.
"პრეზიდენტის ინიციატივა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. სახელმწიფო პროფსასწავლებლებში დასაქმების რეიტინგი არის ძალიან მაღალი. ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმა. ამ რეფორმის ფარგლებში ვაუჩერების გამოყენება ასევე შესაძლებელი იქნება კერძო პროფსასწავლებლებში", - განაცხადა შაშკინმა.
მისი ინფორმაციით, ასევე 20 მარტიდან დაიწყება იმ სტუდენტების რეგისტრაცია, რომლებსაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ დასაქმების საზაფხულო პროგრამაში. ამ პროგრამის ფარგლებში ერთი თვის განმავლობაში 25 ათასი სტუდენტი დასაქმდება და მიიღებს 500-ლარიან ანაზღაურებას. |
|