/GHN/ უახლოეს მომავალში საქართველოში ქართულენოვანი დომენური სახელების გამოყენება გახდება შესაძლებელი. შესაბამისი პროგრამა ICANN-მა 2009 წლის ოქტომბერში დაამტკიცა. პროგრამის ფარგლებში დაიწყება დომენური სახელების ინტერნაციონალიზაცია. პროგრამის პრეზენტაცია და განხილვა დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომათა დარბაზში გაიმართება.